2006 წელს, ფლორიდაში, აბრაამ ლი შექსპირმა ლატარიაში 30 მილიონი დოლარი მოიგო.
2009 წელს, შექსპირის ოჯახმა აბრაამი დაკარგულად გამოაცხადა.
ხოლო 2010 წლის იანვარში პოლიციამ აბრაამ ლი შექსპირი გარდაცვლილი იპოვა, რომელიც მისი მეგობრის სახლის ეზოში იყო დამარხული.
აბრაამ შექსპირმა 2006 წელს 30 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა გადასახადების შემდეგ 17 მილიონი დოლარი მიიღო.
2006 წლის, 15 ნოემბერს, აბრაამი და მისი თანამშრომელი, მაიკლ ფორდი მაიამისკენ მიემართებოდნენ. გზად, სიგარეტის და წყლის საყიდლად, მანქანა მაღაზიასთან გააჩერეს. პროდუქტების შესაძენად მაიკლი გადავიდა მანქანიდან და აბრაამს ჰკითხა, თუ რა წამოეღო მისთვის, რაზეც შექსპირმა უპასუხა, რომ 2 ლოტოს ბილეთი ეყიდა მისთვის და 5 დოლარი გაატანა.
სწორედ ამ ბილეთებით მოიგო შექსპირმა $30 მილიონი. ფორდმა კი წილი, 1 მილიონი დოლარი მკაცრად მოითხოვა, რაზეც აბრაამისგან პასუხად უარი მიიღო. ამის გამო, გაბრაზებულმა თანამშრომელმა, მაიკლ ფორდმა სასამართლოში უჩივლა ლატარიაში გამარჯვებულს და ნაფიც მსაჯულებთან შეთხზა ამბავი, თითქოს შექსპირმა საფულედან ამოაცალა ლოტოს ბილეთები, რაც სასამართლომ არ დაიჯერა და აბრაამ შექსპირი გაამართლა.
შექსპირმა მოგებული ფულით შეიძინა 1 მილიონ დოლარიანი სახლი. ახალი მანქანა, როლექსის საათი...თუმცა 2010 წელს გარდაცვლილი იპოვეს…
მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ აბრაამი სიგიჟემდე ჰყავდათ მიყვანილი უცხო ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ფულს სთხოვდნენ. შექსპირი ხშირად გულდაწყვეტილი იყო იმ ფაქტზე, რომ მის მეგბორებსაც მხოლოდ ფული აინტერესებდათ და სხვა არაფერი. ერთ-ერთი მისი ასეთი მეგობარი დორის მური იყო, რომელთანაც მცირე ბიზნესი აკავშირებდა.
დორის მურმა შექსპირთან საერთო ბიზნეს საბანკო ანგარიშიდან 1 მილიონი დოლარი გამოიტანა და შეიძინა ჰამერის ავტომობილი, შევროლეტ კორვეტი და დანარჩენი თანხა გართობასა და დასვენებაში დახარჯა, მოგვიანებით თქვა, რომ ეს ფული მას აბრაამმა აჩუქა…
შექსპირის ოჯახს აბრაამი აპრილიდან მოყოლებული არ ენახათ და არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ მის შესახებ, ამიტომ 2009 წლის 9 ნოემბერს, შექსპირის ოჯახმა აბრაამი დაკარგულად გამოაცხადა. თუმცა იმედს იტოვებდნენ რომ ლატარიაში გამარჯვებული კარიბის ზღვის კუნძულზე იყო საცხოვრებლად გადაბარგებული.
მაგრამ საქმე უფრო რთულად იყო ვიდრე მის ნათესავებს ეგონათ. პოლიციამ 42 წლის აბრაამ შექსპირის ძებნა დაიწყო. გამომძიებელმა მისი ცხედარი დორის მურის სახლის ეზოში იპოვა, რომელიც 3 მეტრის სიღრმეზე იყო დამარხული.
ჰილსბოროუს დეტექტივები ამბობდნენ, რომ აბრაამი 6 ან 7 აპრილს იყო მოკლული.
2010 წლის 19 თებერვალს, დორის მურს პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდეს ბრალი.
სანამ პოლიცია შექსპირის ცხედარს აღმოაჩენდა, მანამდე აბრაამი და დორისი ერთად მოგზაურობდნენ იამაიკასა და პუერტო რიკოში. ბრალდებული მური ამბობდა, რომ მას სურდა დახმარებოდა შექსპირს, რომელიც აბეზარი ხალხისგან იყო შეწუხებული და ამიტომ მოგზაურობდა მასთან ერთად.
კუთხეში მიმწყვდეულმა დორისმა პოლიციას სხვადასხვა ვარიანტები უთხრა. ჯერ მოიგონა, რომ აბრაამი ნარკომოვაჭრეებმა მოკლეს, შემდეგ მის ადვოკატს დააბრალა დანაშაული, ისიც კი იკადრა და თქვა, რომ შექსპირი მას თავს დაესხა და თავდაცვის დროს შემოაკვდა ლოტოში გამარჯვებული. თუმცა დამნაშავე სწორედ რომ თვითონ იყო.
მურმა შექსპირი მოკლა და დამარხა თავის ეზოში. შემდეგ გადავიდა აბრაამის სახლში საცხოვრებლად და მისი ტელეფონიდან შექსპირის ახლობლებს პასუხობდა მესიჯებზე, თითქოს ცოცხალი და ჯანმრთელი იყო 17 მილიონი დოლარის პატრონი, მაგრამ ზარებს, რა თქმა უნდა, არ პასუხობდა.
ამ პერიოდშივე, მური ეძებდა გაჭირვებულ ადამიანებს და სთავაზობდა 50 ათას დოლარს აბრაამ შექსპირის მკვლელობის დაბრალების სანაცვლოდ, თუმცა ვერავინ იპოვა.
მკვლელი ასევე ფულს მისცემდა მას, ვინც მისი ეზოდან ამოთხრიდა ცხედარს და გადაიტანდა სხვა ადგილას, მაგრამ ვერც ამჯერად მონახა შემსრულებელი.
დორისმა შექსპირის ცოლს 200,000 დოლარიანი სახლი შესთავა. ოღონდ აბრაამის მეუღლეს დეტექტივები უნდა მოეტყუებინა და ეთქვა მათთვის, რომ ის ცოცხალი და უვნებელი იყო.
5000 დოლარი გადაუხადა მოკლულის ნათესავს, რომ აბრაამის დედისთვის მიეტანა დაბადების დღის მისალოცი ბარათი.
დორის მურის საქმეში ისიც არის ნათქვამი, რომ დამნაშავემ გატაცების და გაუპატიურების სცენაც გაითამაშა. მან დაიქირავა მანქანა, შეიკრა ხელ-ფეხი და გაქანებული ავტომობილიდან გადმოხტა.
2012 წლის 12 დეკემბერს, დორის მურს, აბრაამ ლი შექსპირის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პრატიმრობა მიესაჯა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ