ხშირად გვინახავს ლოტოში გამარჯვებულები, რომლებსაც ლატარიის კომპანიაში გრანდიოზულ დაჯილდოებას უყწობენ შამპანურებით, ბუშტებით და რა თქმა უნდა, დიდი ჩეკით, რომელზეც ჯეკპოტის თანხა წერია. მაგალითად 250 მილიონი დოლარი, 100 მილიონი დოლარი და ა.შ
აიოვას შტატში მცხოვრებმა ტაილერ ჰიპმა ლატარიაში 1 დოლარი მოიგო და კომპანიას სთხოვა, რომ მისთვისაც მოეწყოთ პომპეზური დახვედრა, რაზეც ადმინისტრაციამ გული არ დაწყვიტა, დათანხმდა მის სურვილს და გადასცეს დიდი ჩეკი, რომელზეც 1 დოლარი წერია.
NBC 13 News-თან ინტერვიუში ტაილერმა თქვა, რომ ლატარიის კომპანიაში მართლაც მთელი გულით დახვდნენ მას და ისეთი ცერემონია მოუწყვეს, როგორც მილიონერებს ექცევიან.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ