Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქურდმა ჩიპები მოიპარა და იმავე კაზინოში სცადა თანხის განაღდება

ქურდმა ჩიპები მოიპარა და იმავე კაზინოში სცადა თანხის განაღდება

ვაშინგტონის შტატის სათამაშო კომისიის აგენტებმა დააკავეს ადამიანი, რომელმაც 14,000 დოლარის ჩიპები მოიპარა და იმავე კაზინოში სცადა თანხის განაღდება. 

 

წარმოდგენა არ გვაქვს ასეთი “გენიალური” იდეა როგორ უნდა მოუვიდეს კაცს თავში. 

 

2019 წლის 18 დეკემბერის დილას, ვაშინგტონში, მაკაუს კაზინოში, 37 წლის ქურდმა გასაღებით გატეხა ჩიპების შესანახი ყუთი და 14,000 დოლარის ღირებულების 100 დოლარიანი ჩიპები ჯიბეებში ჩაილაგა. 

 

იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, გენიოსი ქურდი იმავე კაზინოს სალაროში მივიდა და სალაროში მომუშავე გოგონას 2,700 დოლარის განაღდება მოსთხოვა. განცვიფრებულმა მოლარემ, რომელსაც დილა უთენია მოთამაშეები დარბაზში არ ენახა, ზედამხედველთან დარეკა და საეჭვო კაცის მოგებული ჩიპები გადაამოწმა. 

 

ამ დროს, ტყუილში გამოჭერილმა ქურდმა უკან მოხიკა 2,700 დოლარის ჩიპები და კაზინოდან გაიქცა. 

 

სათამაშო კომისიის აგენტებმა დაიწყეს გენიოსი ქურდის მოძებნა. დიდი ხანი არ დასჭირდათ, რადგან 2020 წლის 6 იანვარს Emerald Queen კაზინოში შენიშნეს და დააკევს პირველი ხარისხის ქურდობით. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ