კორონავირუსის პანდემიის გამო ატლანტიკ სიტის ყველა კაზინო დაკეტილია. ამერიკაში ეკონომიკური კრიზისია.
კაზინოების თანამშრომლებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, საარსებო თანხა არ გააჩნიათ. ელემენტარულად საკვების ფულიც არ აქვთ.
გუშინ, ნიუ ჯერსიში, დილის 10 საათზე, Harbor Square-ის შოპინგ ცენტრთან Foodbank-ის საზოგადოება გაჭირვებულ ხალხს დაეხმარა და საკვები დაურიგა. სურსათითა და სხვა საჭირო პროდუქტით დატვირთული ტრაილერები ისე მალე ცლიდნენ მანქანებს უამრავი მშიერი ხალხის გამო, რომ თავი მართლაც პოსტ აპოკალიპტურ ფილმში გეგონებოდათ.
დონა დეკაპრიო, Local 54-ის ფინანსური მენეჯერი:
“ჩვენ ჩვენი ხალხისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იქამდე დავარიგებთ საკვებს სანამ ამის საჭიროება იქნება. კაზინოს უამრავმა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური, რომლებიც მსოფლიო გასაჭირში ვერც სხვაგან პოულობენ ანაზღაურებად საქმეს”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ