მე ნამდვილად მომენატრა. პირადად ჩემთვის შაბათ-კვირა ნამდვილი ზეიმია არამხოლოდ იმიტომ, რომ ვისვენებთ და ტახტზე ვართ წამოგორებულები.
დასვენების დღეებს ფეხბურთიც ახლავს, ტოპ 5 ჩემპიონატის თამაშები, რის გამოც კვირიდან კვირამდე ვცხოვრობ, სხვა დანარჩენი ტურნირები, ქვედა ლიგები, რომლებზეც ძალიან მიყვარს ფსონის ჩამოსვლა. კვირას ღამეს კი NBA-ს შედარებით ნაადრევი მატჩი აგვირგვინებს, გვავიწყებს მძიმე ორშაბათის მოახლოებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში მესამე მეოთხედის ბოლოს ტკბილად მეძინება და ანგარიშს შემდეგ დილას ვგებულობ.
რას ვიზამთ, კორონავირუსის პანდემიის დროს ჩვენი ჰობი მეორე ადგილზე უნდა გადავდოთ და პირველ რიგში ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.
მაგრამ, ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. შაბათ დილას გაღვიძება, გადაცემების და ექსპერტების მოსმენა თუ რას ფიქრობენ ამა თუ იმ მატჩზე, საკუთარ თავში აზრების შეჯამება, კომპიუტერთან დაჯდომა, ონლაინ ტოტალიზატორის საიტის გახსნა, გვერდითვე ფლეშსქორის ჩართვა, რაც, ჩემი აზრით, ნებისმიერმა უნდა დაიხმაროს და წავედით!..
ალბათ მიხვდით, რომ ძალიან მიყვარს ბილეთის დაწერა. პირადად მე, მინიმალური თანხით და მაქსიმალური კოეფიციენტით მირჩევნია თამაში იმიტომ, რომ მთლიანად გამოვცადო საკუთარი ინტუიცია, ლოგიკა და ინტელექტი. თან ყმაწვილკაცობის ასაკიდანაც გამოსული ვარ და ისეთივე ენთუზიაზმით ვეღარ ვგულშემატკივრობ ჩემი ბავშობის საყვარელ გუნდს, მანჩესტერ იუნაიდეტს, რომელიც თუ ადრე რაიმე გადამწყვეტ შეხვედრას წააგებდა, იმ ღამეს ვერ დავიძინებდი.
ახლა, სამწუხაროდ, ასე ვეღარ განვიცდი, თუმცა 20 თეთრიანი ფსონიც მეხმარება იმაში, რომ კვლავ პატარა ბავშვივით ვუგულშემატკივრო უცხოურ გუნდს, რაზეც მამაჩემი ყოველთვის დამცინის და ყოველ მეორე შაბათს მიმეორებს რომ მათ თაობას საკუთარი ქალაქის დიდებული გუნდი ჰყავდათ და ვიღაც ინგლისელებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, იტალიელებს და ესპანელებს ქართველი ფეხბურთელები მინდორზე აქეთ “დაცინოდნენ” თამაშით.
თუ მოგენატრათ სპორტის ბილეთის დაწერა, დღესაც უამრავი თამაშია სხვადასხვა სპორტში. მაგალითად დოღი, ჭადრაკი, დართსი, სნუკერი, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც კომპიუტერული თამაშებია, რომლებსაც ბავშვობაში დიდი სიყვარულით მივუჯდებოდით ხოლმე. Players.ge-ს გუნდში ისეთი ხალხი გვყავს, რომლებიც ქაუნთერზე არიან გაზრდილები და ზეპირად იციან, როგორც ქართული, ასევე, უცხოური გუნდები.
შეგიძლია ადგე და 1 ლარად ჩამოწერო 10,000 კოეფიციენტი ისეთ თამაშებზე, რომლებიც ჯერ არც კი გაგიგია. თან ისე არ ინერვიულებ, როგორც ფეხბურთის ყურების დროს, როდესაც 1 კუთხური გაკლდება და არა და არ გადადის. დღეს კი დაწერ რაღაც გაურკვეველ სპორტულ პოზიციებს, არც ნერვიულობ და არც არაფერი, საღამოს შეამოწმებ, თუ დაჯდა ხომ კარგი, თუ არადა ეტყვი შენ თავს, რა ვქნა, მომენატრაო.
თუმცა გაურკვეველ სპორტულ პოზიციებს ერთი დიდი პლიუსი აქვს. გინდა არ გინდა მაინც ქექავ და ეძებ ინფორმაციას, სწავლობ და ტვინს უფრო ამუშავებ. მსგავსი გამოცდილება ძალიან წაგვადგება სამომავლოდ, როდესაც დიდი სპორტული ღონისძიებები დაბრუნდება. მივუჯდებით კომპიუტერს ისევ ისე, დავინახავთ ბაიერნს, რეალს, ბარსას და ვეტყვით ჩვენ თავს, რომ ამის გამოცნობას რა უნდაო.
კარგი იქნება თუ ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას კომენტარებში იმ სპორტულ პოზიციებზე, რაც დღეს გვაქვს და ერთად გავამწვანებთ ბილეთებს.
გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ