Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კარანტინში სლოტების პერსონაჟებმა წონაში მოიმატეს

კარანტინში სლოტების პერსონაჟებმა წონაში მოიმატეს

კორონავირუსის და თვითიზოლაციის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა წონის გაკონტროლებაა. 

 

ვზივართ სახლში და მთელი დღე ვჭამთ. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. გავდივარ-გამოვდივარ, ვაღებ მაცივრის კარს და ვიყურები. ვიყურები სანამ კვერცხის, სოსისის და მაიონეზის მეტს ვერაფერს დავინახავ, გულდაწყვეტილი ვკეტავ კარს და ვაგრძელებ ოთახებში სიარულს. 

 

სლოტის პერსონაჟებიც იგივე დღეში არიან. ჭამენ და ჭამენ. ოღონდ ახლა არ დაიწყოთ ეგენი სხვა რამეს ჭამენ მარტოო. ისინიც საკვებით გასუქდნენ. ჩვენი დიზაინერის არწივის თვალმაც შენიშნა მათი წონაში მომატება და გადაწყვიტა გაეკეთებინა პრინტები, რომლებსაც აქვე, ქვემოთ განახებთ.



 

პოსეიდონს ცოლი ეუბნება, ყოველდღე 5 კილომეტრს არ გაცურავ, ღიპს არ დააგდებ და მე შენთან ერთად ლოგინში დამწოლი აღარ ვარ ისე ხვრინავო.



 

ეს ინდიანა ჯონსის ინგლისელი მამიდაშვილია, ფილ ჯონსი, ადრე ფეხბურთს თამაშობდა, არაფერი გამოუვიდა და ოქროს საძიებლად წასული აკლდამას გადაეყარა. შეძვრა შიგნით მონეტებში და Covid 19 ისე გადაატარა, რომ ვერც გაიგო. ხან ვოლტს იძახებდა ხან გლოვოს.


 



 

ოლიმპოს მთაზე გადაკეტეს საზღვრები, არც ცხენების ფრენა იყო დაშვებული და არც არანაირი ტრანსპორტი. ჩასხდნენ ჯიგრულად ზევსიან ჰადესიანად, დაიდგამდნენ ყოველ დღე 20-იანს და მიდიოდა გუგუნი. ზევსი ერთხელ ისე დათვრა ათენას გასძახა ჰერკულესი გააღვიძე ეგ მამამიჯ*ული მარნიდან ერთ ტონიანია ამოსატანიო.

 



 

პოლიციაშიც საქმე აღარ აქვთ. მიდი მაკდონალდსში და მოდი. მარცხენა ლურჯ კოსტუმიანი მაგარი ჯიგარია. იმ დღეს ერთი შეეცოდა, 3000-იან ჯარიმას არ უწერდა და მარჯვენა ატყდა, შანსი არაა უნდა დავუწეროთო და მაინც დაუწერეს.



 

რიჩ ვაილდი კი იჯდა თავისთვის, კითხულობდა წიგნებს. გაიღვიძა ადგა, წაიკითხა, ჭამა, დაიძინა.



 

ანიმ 5 კილო მოიმატა, მაგრამ დაქალები აწყნარებენ, გიხდებაო.



 

ჰოლმსმა დიდად ვერაფერი გაიგო, როდის დაიწყო კარანტინი და თვითიზოლაცია და როდის მორჩა. უოტსონმა ახლაღა შეატყობინა კორონავირუსის ამბავი, რაზეც შერლოკმა ისეთი სახე მიიღო, რომ ჯონმა ხელი ჩაიქნია, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა გაგიჟებას და კამათს.



 

რობინ ჰუდმა ტყეში ნადირი აღარ დატოვა. მაშინ ვინმე წითელ წიგნს გადაუშლიდა თუ რა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ