Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

“მესის, რონალდუსა და ნეიმარსაც ვჯობდი” - ბრაზილიელი ფეხბურთელის აღიარება

“მესის, რონალდუსა და ნეიმარსაც ვჯობდი” - ბრაზილიელი ფეხბურთელის აღიარება

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ბრაზილიელი დავიწყებული ფეხბურთელი ედილსონი ამბობს, რომ მესის, რონალდუსა და ნეიმარს, სამივეს სჯობდა თავის დროზე. 

 

შეიძლება გაგახსენდეთ გვარი ედილსონი, ოღონდ ედმილსონში ან დენილსონში არ აგერიოთ.

 

ედილსონი აი ეს პატიოსანი კაცური კაცია, რომელმაც მთელი კარიერა გუნდიდან გუნდში, მოგზაურობაში გაატარა და ძირითადად კორინთიასსა და ფლამენგოში თამაშობდა, სადაც ჯამში 6 წელი ირიცხებოდა.

 

ედილსონი ნეიმარზე: “კარიერის პიკში მასზე (ნეიმარზე) უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობდი, მან აუცილებლად უნდა მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომ ამ სპორტში მაჯობოს. 

 

შეგახსენებთ, რომ ედილსონი 2002-ის მუნდიალზე ცვლილებაზე ორჯერ გამოვიდა ჩინეთთან და ინგლისთან. ორჯერ კი სასტარტოში დაიწყო კოსტა რიკასთან და თურქეთთან.

 

“მე უკეთესი პიროვნება ვარ ვიდრე მესი და ლიონელსაც აუცილებლად სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რომ ფეხბურთში მაჯობოს. კრისტიანო კი მხოლოდ ძალაზე გათვლილი სპორტსმენია. ის უბრალოდ ორივე ფეხით ძლიერად ურტყავს, კრისტიანოს სხვა არაფერი გააჩნია, მე მასზე ბევრად ტექნკური ვიყავი”. - ედილსონი

 

ალბათ ბრაზილიელს ყურადღება სჭირდება, საშუალო ასაკის კრიზისი აქვს. 

 

თუმცა ედილსონის ეს გამოხტომები, რომ დავივიწყოთ, არც თუ ისე ცუდი ფეხბურთელია. საკლუბო კარიერაში, 411 მატჩში 176 გოლი აქვს გატანილი. ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში - 21 თამაშში 6 გოლი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ