Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სკოტი პიპენს $4.3 მილიონად გაფუჭებული თვითმფრინავი მიყიდეს

სკოტი პიპენს $4.3 მილიონად გაფუჭებული თვითმფრინავი მიყიდეს

ალბათ ბევრმა უყურეთ ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ დოკომუნტურ შოუს The Last Dance-ს, რომელიც Netflix-მა და ESPN-მა ერთობლივი ძალებით გადაიღეს მაიკლ ჯორდანზე და ჩიკაგო ბულსზე. 

 

ერთ-ერთ ეპიზოდში სკოტი პიპენის ხელფასზეც ჩამოვარდა ლაპარაკი. საკვირველია, მაგრამ პიპენმა, შვიდი წლის მანძილზე, მხოლოდ 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბულსში. მაგალითად, 1997/97 წლებში, სკოტის წლიური ხელფასი სულ რაღაც 2.8 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მაიკლ ჯორდანის $30 მილიონზე მეტი.

 

შემდეგ სეზონში სკოტი პიპენმა ბლეიზერსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც წელიწადში $15 მილიონს მიიღებდა. მთელ ლიგაში ყველამ იცოდა, რომ ჩიკაგოს ყოფილი მსუბუქი ფორვარდი იმსახურებდა ასეთ თანხას და თითქმის ყველა ამბობდა, რომ ბულსსაც უნდა გადაეხადა მაგდენივე. 

 

2002 წელს, ექვსგზის ჩემპიონმა 4.3 მილიონ დოლარად კერძო თვითმფრინავი იყიდა, რომელიც თურმე, სინამდვილეში არ მუშაობდა, ვერ დაფრინავდა.

 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს “ხელის შევლება” სჭირდებოდა და პიპენმა ზემოდან 1 მილიონი დოლარი დაახარჯა, რომ კერძო თვითმფრინავი გამართულიყო საფრენად.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ