Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.10 კოეფიციენტი პარასკევის მატჩებზე

5.10 კოეფიციენტი პარასკევის მატჩებზე

პირველ რიგში, ლივერპულის გულშემატკივრებს ვულოცავთ ნანატრ ტიტულს, რომელსაც 30 წელი ელოდნენ!

 

გუშინ გავამწვანეთ ბილეთი და დღესაც შევეცდებით ლოგიკური პოზიციების შერჩევას. მართალია ბევრი და კარგი თამაში არ გვაქვს დღეს, მაგრამ არის მატჩები, რაზეც ღირს ინტუიციის გამოცდა.

 

დავიწყოთ იტალიის სერია A-თი. დღეს იუვე ლეჩეს უმასპინძლებს. ტურინელებს აუცილებლად სჭირდებათ მოგება, რადგან ლაციო მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება საჩემპიონო ბრძოლაში.

 

თავის მხრივ ლეჩესას ჰაერივით სჭირდება ქულები, რომ გადაურჩეს გავარდნას, მაგრამ ტურინში რამდენად აიღებს ერთს მაინც, ძნელი სათქმელია, თუმცა გამორიცხული არაფერია.

 

იუვენტუსის მოგებას ისეთი დაბალი კუში აქვს, რომ გახედვაც არ ღირს. ასევე, მეტ გოლსაც ცოტა კოეფიციენტი მიანიჭეს, ასე რომ ოდნავ ორიგინალური პოზიცია შევარჩიეთ, ლეჩეს ბარათები.

 

იუვე-ლეჩეს მარკო პიცინი განსჯის. იტალიელ არბიტრს უყვარს ბარათების დარიგება, რომელიც საშუალოდ მატჩში 5.55 ყვითელს იღებს. 

 

საინტერესო ფაქტია ის, რომ პიცინიმ ორჯერ იმსაჯა ლეჩეს თამაშები და ორივეჯერ 3-3 ყვითელი ბარათი დაურიგა ლეჩეს ფეხბურთელებს.

 

ურთიერთშეხევედრებში მხოლოდ ლეჩეს ბარათების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 4 ყვითელი

#2 თამაში - 7 ყვითელი

#3 თამაში - 3 ყვითელი

#4 თამაში - 4 ყვითელი

#5 თამაში - 5 ყვითელი

 

იუვენტუსი - ლეჩე

 

მეორე გუნდის ბარათების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.45)


 

შემდეგი პოზიცია ესპანეთიდან გვაქვს, სადაც სევილია ვალიადოლიდს უმასპინძლებს. როგორც სევილიელებს, ასევე სტუმრებსაც სჭირდებათ ქულები, რადგან მასპინძლები ოთხეულისთვის იბრძვიან, რომლებსაც ჯერ არ აქვთ განაღდებული ჩემპიონთა ლიგის საგზური, ხოლო ვალიადოლიდი კი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და მათაც სჭირდებათ მოგება თუ ვერა და ქულა მაინც.

 

მართალია ამ მატჩს ვალენტინ პიზარო განსჯის, რომელსაც დიდად არ უყვარს ბარათების ამოღება და უფრო ჯარიმები “მოწონს”, მაგრამ დაძაბულ შეხვედრას ველოდებით, თან ურთიერთშეხვედრებშიც მრავლადაა ყვითლები. 

 

პიზარო საშუალოდ 3.27 ყვითელს იღებს და 28.60-ჯერ აჩერებს მატჩს ჯარიმის გამო. თუმცა ჯარიმების ტოტალი ოდნავ მაღალია და ჩვენი აზრით, თუ ამდენი ჯარიმა იქნება ასეთ დაძაბულ მატჩში, ვალდებულია მსაჯი, რომ 5 ყვითელი მაინც ამოიღოს. 

 

სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ გვჯერა ამ პოზიციის, მაგრამ იმდენად კარგი კუში აქვვს რომ გასარისკად ჩვენ გვიღირს.

 

ურთიერთშეხევდრებში ბარათების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 8 ყვითელი

#2 თამაში - 6 ყვითელი

#3 თამაში - 6 ყვითელი

#4 თამაში - 6 ყვითელი

#5 თამაში - 5 ყვითელი

 

სევილია - ვალიადოლიდი 

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.65)


 

გადავინაცვლოთ ინგლისის ჩემპიონშიპში, სადაც ბრენტფორდი ვესტ ბრომვიჩს შეხვდება. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დაძაბული მატჩს უნდა ველოდოთ. 

 

 

წინ კიდევ 8 ტურია და წესით ორივე გუნდმა უნდა შეუტიოს, რადგან გადაწყვეტილი არაფერია. 

 

მასპინძლებმა თუ მოიგეს ეს თამაში 5 ქულამდე შეამცირებენ ტოპ 2 გუნდთან ჩამორჩენას. მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი ადგილი პირდაპირ გადადის პრემიერ ლიგაში, მესამედან მეექვსე ადგილზე გასული გუნდები თამაშობენ ფლეიოფს და დიდად არავის სურს ნოკაუტის თამაში. 

 

ბრენტფორდი, ჩვენი აზრით, აუცილებლად შეუტევს და ხედავთ, რომ ყველაზე მეტი გოლიც აქვთ გატანილი ჩემპიონშიპი, ასე რომ, გამორიცხული არაა, ეგრევე შეუგდონ ვესტ ბრომვიჩელებს. შემდეგ სტუმრებსაც ექნებათ შესატევი და მოკლედ, წესით, კარგი თამაში უნდა იყოს.

 

თუმცა ჩვენ მხოლოდ კუთხურებს ვფიქრობთ, რადგან ორმხრივ შეტევებს დამატებული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ლოგიკური ასაღებია კორნერები. 

 

კუთხურების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 13 კუთხური

#2 თამაში - 20 კუთხური

#3 თამაში - 10 კუთხური

 

ურთიერთშეხვედრებს რომ თავი დავანებოთ, ორივე კლუბს ისედაც უყვართ კუთხურების მოწოდება.

 

ბრენტფორდი - ვესტ ბრომვიჩი

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.50)


 

ბოლო პოზიცია ავსტრიის მეორე ლიგიდან გვაქვს. აუსტრია ლუშტენაუ ჰორნს უმასპინძლებს. ამ თამაშში პირდაპირ მეტ გოლს ვფიქრობთ და დიდად აღარ შეგაწყენთ თავს.

 

 

უკანასკნელი 7 შეხვედრა უკლებლივ ყველა მეტი გოლი წამოვიდა და იმედია დღესაც გაგვიმართლებს, რადგან ორივე გუნდს სჭირდება მოგება, ორივე გუნდი გასავარდნ ზონასთანაა და ორივე გუნდს შესატევი აქვს.

 

როგორც ჰორნი, ასევე აუსტრია, ორივე მეტისტია.

 

ჰორნის მატჩებში საშუალოდ 4.1 გოლი გადის. ბურთების სხვაობა 47:51-ზე.

 

აუსტრიას მატჩებში საშუალოდ 3.8 გოლი გადის. ბურთების სხვაობა 43:47-ზე. 

 

ორივე კლუბს 24-24 მატჩი აქვთ გამართული. 

 

აუსტრია ლუშტენაუ - ჰორნი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.42)


 

იმედი გვაქვს რომ დღესაც დაჯდება ბილეთი!

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ