გუშინ არ გაგვიმართლა, ორი კუთხური დაგვაკლდა, თუმცა თავს ვერ გავიმართლებთ, რადგან ყოველთვის და ყველას ასე გვიფუჭდება ბილეთი.
ოპტიმისტურად შევუდგეთ დღევანდელ დღეს.
მადრიდის რეალი ალავესს უმასპინძლებს, გუნდს, რომელიც გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა.
ალავესის კონკურენტი მალიორკა კარგ ფორმაშია და დანებებას არ აპირებს, ამიტომ ალავესის ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იბრძოლონ თუნდაც სამეფო კლუბთან.
თავის მხრივ, მადრიდელებს მოსაგები აქვთ მატჩი და აუცილებლად შეუტევენ. ბურთი ძირითადად რეალის ფეხბურთელებს ექნებათ და სავარაუდოდ ბევრსაც აგორავებენ ფლანგიდან ფლანგზე. ამიტომ ყვითლებს მოვერიდეთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ესპანელი მსაჯები აღარ გვანებივრებენ ბარათებით.
ჩვენი აზრით, ალავესის ჯარიმები უნდა წამოვიდეს, რადგან საბრძოლველად აქვთ საქმე და უბურთოთ იქნებიან. ტოტალიც არც თუ ისე მაღალია, კოეფიციენტი კი - მშვენიერი.
რეალი - ალავესი
მეორე გუნდის ჯარიმები 14.5 - მეტი (1.75)
დავრჩეთ ლა ლიგაში და განვიხილოთ სოსიედადი-გრანადას მატჩი. რეალ სოსიედადი, მოგების შემთხვევაში, ხეტაფეს გადაუსწრებს. მეექვსე ადგილი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურია.
თავის მხრივ გრანადაც იბრძვის მეშვიდე ადგილისთვის. მოგების შემთხვევაში, სწორედ მეშვიდე ადგილოსან სოსიედადთან 1 ქულამდე შეამცირებენ სხვაობას.
ამიტომ დაძაბულ შეხვედრას ველოდებით, მაგრამ ვერიდებით ყვითლებს და ჯარიმებს. ამ მატჩში აუტებს ვფიქრობთ.
აუტების სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში:
#1 თამაში - 41 აუტი
#2 თამაში - 44 აუტი
#3 თამაში - 46 აუტი
#4 თამაში - 70 აუტი
#5 თამაში - 65 აუტი
#6 თამაში - 48 აუტი
რეალ სოსიედადი - გრანადა
აუტების რაოდენობა 43.5 - მეტი (1.65)
შემდეგი მატჩი ინგლისის ჩემპიონშიპიდან გვაქვს, სადაც ფულჰემი კარდიფს უმასპინძლებს. ორივე კლუბი პრემიერლიგაში გადმოსასვლელად იბრძვის და ამიტომ დაძაბულ შეხვედრას და ჯარიმებს ველოდებით.
როგორც Walesonline იტყობინება, მსაჯი გევინ უორდია, რომელიც ჩემპიონშიპში ფეხბურთელებს საშუალოდ 23.74-ჯერ აჯარიმებს.
ურთიერთშეხვედრებშიც საკმაოდაა წესების დარღვევა. სტატისტიკა:
#1 თამაში - 24 ჯარიმა (ჩემპიონშიპი)
#2 თამაში - 18 ჯარიმა (პრემიერლიგა)
#3 თამაში - 31 ჯარიმა (პრემიერლიგა)
#4 თამაში - 28 ჯარიმა (ჩემპიონშიპი)
#5 თამაში - 40 ჯარიმა (ჩემპიონშიპი)
ფულჰემი - კარდიფი
ჯარიმების რაოდენობა 22.5 - მეტი (1.40)
ბოლო პოზიცია ავსტრიის მეორე ლიგიდან გვაქვს. ჰორნი კლაგენფურტს უმასპინძლებს. ორივე მეტისტი გუნდია, ამიტომ 3 გოლს დაბალი კოეფიციენტი აქვს.
თუმცა, ორივე გუნდს შესატევი აქვს, რადგან კლაგენფურტი პირველ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, ხოლო ჰორნი მეორე ლიგაში დასარჩენად.
4 გოლს არ ვრისკავთ და გვირჩევნია კუთხურები დავწეროთ.
კუთხურების სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში:
#1 თამაში - 12 კუთხური
#2 თამაში - 19 კუთხური
#3 თამაში - 8 კუთხური (3:5-ზე)
ჰორნი - კლაგენფურტი
კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.60)
დღეისთვის სულ ეს არის. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი!
გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ