Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოკერის მოთამაშის სხეული პოლიციამ დამწვარი იპოვა

პოკერის მოთამაშის სხეული პოლიციამ დამწვარი იპოვა

მიჩიგანის პოლიციამ დაადასტურა, რომ პოკერის პროფესიონალი მოთამაშის, 33 წლის სიუზი ჟაოს სხეული დეტროიტის პარკში დამწვარი იპოვეს. 

 

სიუზის გვამი 13 ივლისს აღმოაჩინეს, თუმცა ამოცნობა შეუძლებელი იყო და ვინაობა თითის ანაბეჭდებით და უნიკალური ტატუთი დადგინდა. 

 

პოლიციამ, ამ საქმეს, მკვლელობის სტატუსი მიანიჭა და ითხოვს დახმარებას ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც 33 წლის მოთამაშესთან, 11 ივლისიდან 13 ივლისამდე ჰქონდა კონტაქტი. 

 

სიუზი ჟაო ბოლოს, 12 ივლისს, 17:30 საათზე დედამისმა ნახა. გამომძიებლებს სჯერათ, რომ გარდაცვლილი იმავე დღეს, დაახლოებით 23:45 საათზე მოკლეს.

 

პეკინში დაბადებულმა, აზიელ-ამერიკელმა სიუზი ჟაომ ბავშვობა დეტროიტში გაატარა, რომელსაც ფსიქოლოგის დიპლომი აქვს. თუმცა, შემდგომ ლოს ანჯელესში გადაწყვიტა ცხოვრება, სადაც უკანასკნელი 10 წელი დაჰყო.

 

სიუზი პოკერის პროფესიონალი მოთამაშე იყო, რომელსაც ჰქონდა ლაივსტრიმები, გამოდიოდა ტურნირებზე, თამაშობდა High-Stakes პოკერს და 2010 წლიდან მოყოლებული, გარდაცვლილმა თავისი ბიუჯეტი $224,671-ით გაზარდა. 

 

სიუზის მეგობრები იხსენებენ, რომ ის თავისუფალი სული იყო, ჰქონდა თავისი წესები და ოცნებები, ყველას უყვარდა და ვერც კი წარმოიდგენენ თუ ვინმემ მოკლა და შემდეგ დაწვა მისი სხეული.

 

პოკერის მოთამაშე ბარტ ჰანსონი:

 

“ის ძალიან მაგარი მოთამაშე იყო, ერთერთი საუკეთესო ლოს ანჯელესში. ვერ ვიჯერებ გაგონილს”.

 

სიუზი ჟაო გარდაცვალებამდე თვითერზე წერს:

 

“მე ვნავარდობ როგორც უნიქორნი ცხენების ზღვაში, ვთამაშობ მაღალ თანხებზე თავის სარჩენად. უცნაურია, რადგან გოგო ვარ”.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ