Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.30 კოეფიციენტი ატალანტა-პარი სენ ჟერმენიდან

5.30 კოეფიციენტი ატალანტა-პარი სენ ჟერმენიდან

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. აღარ შეგახსენებთ ყოველ სტატიაში და ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ლიგის ფლეიოფები ერთ მატჩიანი დაპირისპირებებით ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართება.

 

ატალანტა-პარი სენ ჟერმენიდან ოთხი პოზიცია შევარჩიეთ. ვიქნებით ბანალურები და გეტყვით, რომ პარიზელების გასვლას ვფიქრობთ, რასაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვს. 

 

შეხვედრას არგენტინელი დი მარია მიღებული ბარათების გამო გამოტოვებს. თუმცა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა კილიან მბაპე ვიხილოთ მოედანზე, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 

 

პირველი იტალიურ-ფრანგული დაპრისიპირება ოლიმპიკის გასვლით დასრულდა. ლიონის ფეხბურთელებმა სენსაცია შემოგვთავაზეს და გააგდეს ლიგის ერთერთი მთავარი ფავორიტი ტურინის იუვენტუსი. ვნახოთ დღეს რა მოხდება, იქნება კიდევ სიურპიზები?

 

ჩვენი აზრით, არა და პარიზელები მოახერხებენ ატალანტას ბარიერის დაძლევას. ძნელი წარმოსადგენია კიდევ რომ გავარდეს პსჟ შედარებით სუსტ გუნდთან. 

 

მაგრამ ატალანტამ წელს საოცარად შემტევი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ გვიადვილდება პოზიციების შერჩევა.

 

დღეს, სავარაუდოდ შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ. ორივე გუნდის სტილი ასეთია და ლოგიკური იქნება თუ წამოვა ოფსაიდები, კუთხურები და ჯარიმები.

 

ორმხრივ შეტევებში თამაშგარეებიც მოდის, კუთხურებიც და ჯარიმებიც. 

 

მართალია ატალანტას წინა სეზონში უფრო უყვარდა კუთხურების ჩამოწოდება ვიდრე წელს, მაგრამ არის თამაშები, სადაც ბერგამოელები ბევრ კუთხურს გამოიმუშავებენ. თავის მხრივ ფრანგებიც ბევრს აწვდიან, რადგან ფლანგებზე საოცრად სწრაფი ფეხბურთელები ყავთ, თუმცა დიდი შანსია, რომ დღეს მბაპემ ვერ ითამაშოს ტრავმის გამო. ნეიმარს მოუწევს თამაშის საკუთარ თავზე აღება. 

 

მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში საშუალოდ 28.60-ჯერ აჩერებს თამაშს ჯარიმის გამო. სავარაუდოდ დღესაც იქნება მინიმუმ 25 ჯარიმა.

 

ატალანტა - პარი სენ ჟერმენი

 

შემდეგ ეტაპზე გასვლა - 2 (1.55)

 

ჯარიმები 24.5 - მეტი (1.40)

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.48)

 

ოფსაიდები 3.5 - მეტი (1.65)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ჩვენი პროგნოზი

 

გისურვებთ წარმატებებს! 


 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ