Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.58 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

4.58 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს ყველაზე საინტერესო რაც გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის შესარჩევის მატჩებია. თუმცა არის კიდევ სხვა თამაშებიც, რაზეც ღირს ფსონის გაკეთება.

 

დავიწყოთ ტირანა-ცრვენა ზვეზდას თამაშით. პირდაპირ ორიანს ვფიქრობთ, რადგან ალბათ ყველამ ვნახეთ თუ რას წარმოადგენს ალბანური ტირანა.

 

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება წააგო ასეთ გუნდთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისის დინამოც დაბალი დონის კლუბია. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. 

 

არამგონია სერბულ გრანდს გაუჭირდეს ალბანელების დამარცხება ძირითად დროში. ჩვენც აშკარა ფავორიტები ვიყავით ტირანასთან, ყოველ შემთხვევაში, ბუკმეიკერების აზრით. ცრვენა ზვეზდამ უნდა მოიგოს. 

 

ტირანა - ცრვენა ზვეზდა

 

ძირითადი შედეგი - 2 (1.43)


 

შემდეგი პოზიციაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გვაქვს, სადაც ბერძნულ-თურქულ დაპირისპირებას ველოდებით. პაოკი ბეშიქთაშს უმასპინძლებს და ძალიან დაძაბულ, უხეშ შეხვედრას ველოდებით.

 

მსაჯი იტალიელი დანიელე დოვერი გვეყოლება ამ მატჩში, რომელსაც ასე თუ ისე უყვარს ბარათების დარიგება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლევანდელ სეზონში, სერია A-ში მაინცდამაინც არ იღებდა ყვითლებს. მაგრამ, ზოგადად, ცნობილია, რომ დოვერი გამოირჩევა ბარათებით. 

 

კაცი, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში 9 ყვითელს ამოიღებს, ყველაფერი ნათქვამია. 

 

თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევრო ტურნირებზე დანიელე დოვერის დიდი გამოცდილება არ აქვს და შესაძლოა ბერძნულ-თურქული დაპირისპირება ზუსტად ის მატჩი გამოდგეს, სადაც იტალიელი შეეცდება საკუთარი სახელის განტმკიცებას ბევრი ბარათის ამოღებით. 

 

პაოკი - ბეშიქთაში

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.60)


 

გადავინაცვლოთ ავსტრიის რეგიონალიგაში, სადაც ბრუკ/ლეიტა ვინერ ვიკტორიას უმასპინძლებს. ორივე გუნდი მეტისტია და 3 გოლს ვფიქრობთ.

 

მართალია დაბალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ მაინც ღირს გასარისკად. 

 

წინა სეზონში ვინერ ვიკტორიას თამაშებში 3.5 გოლი გადიოდა. 

 

ბრუკ/ლეიტას თამაშებში კი - 3.27

 

ბრუკ/ლეიტა - ვინერ ვიკტორია

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.40)


 

ბოლო პოზიცია კი ისლანდიის პეპსიდეილდიდან გვაქვს. ფილკირი ფიოლნირს უმასპინძლებს და აქაც გოლებს ვფქირობთ.

 

აქაც ორივე გუნდი მეტისტია. ფილკირის თამაშებში 3.2 გოლი გადის, ფიოლნირის თამაშებსი - 3.3

 

ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში 33 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 4.71-ია.

 

ფილკირი - ფიოლნერი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.47)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს.

 

გვითხარი შენი აზრი კომენტარებში.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ