Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჯეკპოტის გამარჯვებულს საკუთარმა ადვოკატმა $70 მილიონი მოპარა

ჯეკპოტის გამარჯვებულს საკუთარმა ადვოკატმა $70 მილიონი მოპარა

ფედერალური ბიურო ამბობს, რომ 46 წლის ჯეისონ კარლენდმა, რომელიც 2018 წლის ლატარიაში გამარჯვებულის ადვოკატია, კლიენტს 70 მილიონი დოლარი თაღლითურად მოპარა. 

 

2018 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კაროლინაში, ლატარიის მოთამაშე ქალბატონმა, რომელმაც ანონიმურობა არჩია, Mega Millions-ის გათამაშებაში ჯეკპოტი, 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო და გადასახადების შედმეგ $877,784,124 შეხვდა. თანხა რეკორდულია.

 

ჯეისონ კარლენდი ნიუ იორკში ცნობილ საადვოკატო ფირმაში მუშაობდა, სადაც ძირითადად მისი კლიენტები ჯეკპოტის გამარჯვებულები იყვნენ და კონსულტაციაში ეხმარებოდა მათ. 

 

თაღლით ადვოკატს სამი ბიზნესმენი თანამზრახველი ყავდა: კრისტოფერ ჩიერჩიო, ფრანჯესკო რუსო და ფრენცის სმუკლერი.

 

კარლენდი ჯეკპოტის გამარჯვებულებს ურჩევდა, რომ მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი ბიზნესში დაებანდებინათ, სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ჯეისონის თანამზრახველები მართავდნენ.

 

FBI-ს დირექტორის მოადგილე, უილიამ სვინი:

 

“ლატარიის გამარჯვებულები ვერ იჯერებენ თავიანთ იღბალს და მილიონობით მოგებულ დოლარებს, ამიტომ ისინი ეიფორიაში არიან, რასაც თაღლითი კარლენდი სათავისოთ იყენებს”.

 

ჯეისონ კარლენდმა სამხრეთ კაროლინელ ქალბატონს 70 მილიონი დოლარი მოპარა და ჯამში 107 მილიონი დოლარი აქვს გათეთრებული სხვა ჯეკპოტის გამარჯვებულების მოტყუებით. 

 

სამწუხაროა, მაგრამ თაღლითი, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ