Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზარმაცმა ტყუპებმა მარათონის მანძილი ძმურად გაიყვეს

ზარმაცმა ტყუპებმა მარათონის მანძილი ძმურად გაიყვეს

სპორტში უამრავი სახალისო ფაქტი დაფიქსირებულა, მაგრამ ეს ისტორია მართლაც რომ გამოსარჩევია.

 

1999 წელს, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა 90 კილომეტრიანი მარათონი, პიტერმარიზბურგიდან დურბანამდე. პირველ ათეულში გასული მორბენლები საკმაოდ დიდ საპრიზო თანხას მიიღებდნენ. 

 

შეჯიბრში 23,000-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა და მისმა ხანგრძლივობამ 12 საათს გასტანა.

 

ერთმა მორბენალმა, სერხიო მოსოენენგმა მერვე ადგილზე დაასრულა შეჯიბრი. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სერხიომ ტყუპისცალი ძმა დაიხმარა ამ შედეგის მიღწევაში.

 

შეჯიბრის შემდეგ, ერთ-ერთმა მორბენალმა, ნიკ ბესტერმა, რომელმაც მე-15-ე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ არ დაუნხავს როდის გადაუსწრო სერხიომ მას დასკვნით ფაზაში.

 

აფრიკელმა ჟურნალისტმა, მარათონის დროს, სერხიოს გადაუღო ორი ფოტო. ერთ ფოტოში მას საათი მარჯვენა ხელზე უკეთია, ხოლო მეორეში - მარცხენაზე. ასევე, მას რამდენიმე საათში წვივზე შრამი “გაუჩნდა”.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ სერხიომ დაიხმარა ტყუპისცალი ძმა, ფიკა. თავიდან ერთმა ძმამ დაიწყო მარათონი, ხოლო შეჯიბრის შუაში, იდენტურად გამოწყობილმა ძმებმა, მასაში გაცვალეს ადგილები. 

 

სამწუხაროდ, გონებამახვილ სერხიოს და ფიკას მოგება არ ჩაუთვალეს და ჯილდოც ჩამოართვეს. a

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ