დღეს საქართველო მაკედონიას უმასპინძლებს დინამო არენაზე და ყველას გვეიმედება და გვჯერა რომ მოვიგებთ. თუმცა სპორტის ბილეთის შედგენისას ერთერთი მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ არ დავდოთ ჩვენი გუნდის მოგებაზე, მითუმეტეს დიდ თანხაში.
ამით მხოლოდ ერთი რამის თქმა გვურს. თუ ტოტალიზატორში მოგება გვინდა არ უნდა ავყვეთ ემოციებს, ზოგადად და ცივი გონებით უნდა ვიმსჯელოთ.
ჩვენი ნაკრების თამაშიდან ორი ლოგიკური პოზიცია შევარჩიეთ. ჯარიმები და აუტები. ძალიან დაძაბულ შეხვედრას ველოდებით, რადგან საქართველო და მაკედონია ჯგუფის მოგების ორი მთავარი ფავორიტია.
წინა ტურში, ერთი შეხედვით მარტივად მოვიგეთ ესტონეთში, მაგრამ ბევრი აუტიც იყო და ბევრი ჯარიმაც.
ვინც თამაშს ვუყურეთ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენებმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშეს ფეხბურთი და პირველი 45 წუთის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ ესტონელებს გოლის გატანა უბრალოდ არ შეეძლოთ და თამაში მოკლეს.
სწორედ პირველ ტაიმში, გააზრებულ და კომბინაციურ ფეხბურთში ჩამოწოდდა 29 აუტი, რაც ძალიან ბევრია. გასაკვირია იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ბურთს კარგად ვაგორებდით. საბოლოოდ 48 აუტი დაჯდა.
ძალიან სუსტ ესტონეთთან 13-ჯერ დავჯარიმდით, ჯამში, თამაშში 28-ჯერ დაფიქსირდა წესების დარღვევა.
თავის მხრივ მაკედონია-სომხეთშიც წამოვიდა ჯარიმები და აუტები. (44 აუტი, 32 ჯარიმა).
დღეს უფრო დაძაბულ შეხვედრას ველოდებით და გვგონია რომ დაჯდება ჯარიმები და აუტები.
საქართველო - მაკედონია
ჯარიმების რაოდენობა 26.5 - მეტი (1.40)
აუტების რაოდენობა 44.5 - მეტი (1.45)
შემდეგი პოზიცია საფრანგეთი-ხორვატიადან გვაქვს და გვგონია, რომ მასპინძლები მოიგებენ, რადგან ხორვატია სუსტია. 2018 წლის მუნდიალის ნაკრებისგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი.
პორტუგალიაშიც ვნახეთ თუ როგორ დაიჩაგრნენ ხორვატები. დღეს, სტუმრების მხოლოდ 1 გოლს 1.65 კოეფიციენტი აქვს, რაც შედარებით ძალიან მაღალია.
ფრანგებმა კი შვედეთში მოიგეს პრინციპული დაპირისპირება და სახლშიც შეეცდებიან მეორე ტურში მოგებას, რადგან პორტუგალიას უძლიერესი ნაკრები ყავს, პირველ ადგილზეა და ვიცით, რომ მხოლოდ პირველი გუნდი გადის ფლეიოფში. ამიტომ საფრანგეთმა აუცილებლად უნდა მოიგოს დღეს ჯგუფში ალბათ ყველაზე სუსტ ხორვატიასთან.
საფრანგეთი - ხორვატია
ძირითადი შედეგი - 1 (1.71)
ბოლო პოზიცია კი სან მარინო-ლიხტენშტეინიდან გვაქვს, სადაც ვფიქრობთ, რომ ორივე გუნდი ვერ გაიტანს გოლს.
სან მარინო, ფიფას რეიტინგში ბოლოს წინა, 209-ე ადგილზეა და მსოფლიოში ყველაზე სუსტი გუნდია, რომელსაც გოლი ძალიან, ძალიან იშვიათად გააქვს.
სან მარინოს ბოლო 19 თამაშში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი ყაზახეთთან, 2019 წელს, რომელიც 1-3 წააგო.
თავის მხრივ ლიხტენშტეინიც ძალიან სუსტია, რომელიც ფიფას რეიტინგში 180-ე ადგილს იკავებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე ძალიან ცუდი ნაკრებია და არამგონია ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შეძლონ გოლის გატანა.
სან მარინო - ლიხტენშტეინი
ორივე გაიტანს - არა (1.42)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ჩვენი ბილეთი.
გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ