Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნახე ფეხბურთის ყველა ლაივ სტატისტიკა აქ

ნახე ფეხბურთის ყველა ლაივ სტატისტიკა აქ

მოთამაშეებს, ვისაც გვიყვარს სპორტში ბილეთის გაკეთება, ლაივ სტატისტიკაზე პირველი ალბათ ფლეშსქორი და ლაივსქორი გვახსენდება. თუმცა ფლეშსქორმა კაი ხანია, რაც გადაუჯოკრა ლაივსქორს, რომელიც 2000-იანების დასაწყისში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში, მაგრამ დღეს აღარავინ იყენებს.

 

დღეს ყველაზე მთავარი საიტებია: flashscore.com, ESPN, whoscored.com, sofascore.com, bet365.com. soccerway.com

 

ყველაზე მარტივი, პოპულარული მაინც ფლეშსქორია, სადაც თითქმის ყველა სტატისტიკას ნახავ, მაგრამ ხშირად არ აქვთ აუტები, აუტების რაოდენობა. 

 

აუტების სტატისტიკაში ყველაზე სანდო, ალბათ მაინც whoscored.com-ია, რომლის მიხედვითად ბევრი ონლაინ კაზინო ხელმძღვანელობს. მაგრამ, სიმართლე ვთქვათ და ცოტა ჩახლართული აქვთ ინტერფეისი და სტატისტიკის მენიუ. აი, ასე უნდა გადავიდეთ აუტების სანახავად. მაგალითად ავიღოთ გუშნდელი პსჟ-მარსელი:

 

 

ჩამოსქროლეთ, და გადავიდეთ chalkboard-ში და მოვძებნოთ passes. დააკლიკეთ.


 

პასების განყოფილებაში ამოგივარდებათ შემდეგი სტატისტიკები. თქვენ კი ყურადღება მიაქციეთ Throw In-ებს, ანუ აუტებს. სწორედ ესაა აუტების რაოდენობა, რაც ყოველთვის ზუსტია.

 

whoscored.com-ის და ESPN-ის უპირატესობა ისაა, რომ ძირითადად ამ საიტებიდან ხელმძღვანელობენ ონლაინ კაზინოები. ამიტომ თუ ზემოთ ნახსენებ საიტებს შეამოწმებთ და ნახეთ, რომ დაგიჯდათ, ე.ი პოზიცია გაგიმწვანდებათ, რაც არ უნდა დააგვიანოს კაზინომ.

 

გაგიკვირდებათ და uefa.com-ზე უფრო მეტი ნდობა აქვს whoscored.com-სა და ESPN-ს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც uefa-ზე 4 კარში დარტყმა ყოფილა და whoscored-ზე 3. ტოტალიზატორმა დაგვიწერა, რომ 3 კარში დარტყმა იყო.

 

სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს fleshscore-ი აგვიანებს ჯარიმების და კარისკენ დარტმყების რაოდენობის სტატისტიკას. sofascore-ში ეტყობათ, რომ ძალიან ბევრი იშრომეს და დადეს კიდეც შედეგი.

 

რჩევა იქნება, თუ ფლეშსქორეზე ნახეთ, რომ ძალიან ცოტა ჯარიმაა, გულს ნუ გაიხეთქავთ, შედით სოფასქორზე, აქაც გადაამოწმეთ რაოდენობები იმიტომ, რომ შეიძლება 3-ით მეტი იყოს ვიდრე ფლეშსქორზე წერია.

 

sofascore-ის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ ავსტრიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების ქვედა ლიგების ანგარიშებს ლაივში გვთავაზობს და არ ველოდებით მატჩების დამთავრებას. ალბათ ხშირად შეგმიჩნევიათ, რომ fleshscore-ზე თამაშს ფრჩხილებში აწერია (Final scores only) და მატჩის დამთავრების შემდეგღა ვიგებთ შედეგს. ამ დროსაც შეამოწმეთ sofascore, რადგან დიდი შანსია, რომ მათ ჰქონდეს ლაივში ანგარიში.

 

bet365-ის უპირატესობა ვიზუალშია. ლაივ რეჟიმში გვანახებს თუ რა ხდება მატჩში, სახიფათო შეტევაა, კუთხურია, აუტია თუ ყვითელი ბარათია.

 

არაცნობილ და არაპოპულარულ ლიგებში კარგად გამოგადგებათ იმიტომ, რომ თქვენ ნდობას მალე მოიპოვებს bet365-ის სტატისტიკა.

 

ერთი ის, რომ აუცილებლად ექნებათ საიტზე ნებისმიერი თამაშის ლაივ მსვლელობა და მეორე ის, რომ აუცილებლად სწორი ინფორმაცია აქვს. მოკლედ პირველი, რაც უნდა გაგახსენდეთ ამ დროს, ეს bet365-ია. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფეხბურთს სოკერს ეძახიან.

 

კიდევ ერთი, რაც უნდა ავღნიშნოთ მატჩის მსაჯია. პოპულარულია ჯარიმების და ბარათების დადება, ამიტომ აუცილებლად წინასწარ უნდა ვიცოდეთ თუ ვინ მსაჯობს კონკრეტულ შეხვედრას.

 

არბიტრის ვინაობას ფლეშსქორზე მარტივად გავიგებთ. უბრალოდ გავხსნით კონკრეტულ დაპირისპირებას და ქვემოთ მარცხენა კუთხეში დაგხვდებათ სახელი და გვარი.

 

აი, მაგალითად, დინამო-ალკმაარის მატჩს ისრაელი არბიტრი, ორელ გრინფილდი განსჯის. დააკოპირეთ სახელი და გვარი ჩასვით გუგლის საძიებო ველში, გვერდით მიუწერეთ  ან soccerway.com ან whoscored.com და ამ არბიტრის შესახებ ამოგიყრით ინფორმაციებს.

 

soccerway.com-ის ინტერფეისი და მენიუ:

 

მარჯვენა დაბოლოებებში ვხედავთ თუ რამდენი ყვითელი ამოიღო ებრაელმა მსაჯმა ბოლო შეხვედრებში.

 

დინამო-ალკმაარი ევროტურნირების მატჩია ამიტომ ჯობია All-დან გადავწიოთ International Cups-ზე და გავიგოთ, როგორ მსაჯობს გრინფილდი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე:

 

Whoscored.com-ზე შეგვიძლია ვნახოთ ჯარიმებიც. მოდით, ისევ იგივე მსაჯის მაგალითი ავიღოთ, ჩავწეროთ მისი სახელი გუგლში და მივაწეროთ გვერდით whoscored.

 

 

აქ ჩანს, რომ გრინფილდი ევროპა ლიგაზე ფეხბურთელებს საშუალოდ 26.62-ჯერ აჯარიმებს და 3.46 ყვითელს იღებს.

 

დღეისთვის სულ ეს იყო. თუ გაგიჩნდებათ კიდევ კითხვები მზად ვართ გიპასუხოთ და დაგაკვალიანოთ.

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ