Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლეიკერსის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი მინიმუმამდე დავიდა

ლეიკერსის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი მინიმუმამდე დავიდა

გუშინ დენვერ ნაგეთსმა კიდევ ერთი სასწაული შემოგვთავაზა და უკვე მეორეჯერ შემოატრიალა ფლეიოფის სერია.

 

ნიკოლა იოკიჩმა და ბიჭებმა პირველ რაუნდში იუტა ჯაზი დაამარცხეს მიუხედავად 1-3 ჩამორჩენისა და კავაი ლეონარდის კლიპერსთანაც იგივე გაიმეორეს, რაც ისტორიული შედეგია.

 

ერთ სეზონში, ფლეიოფში გუნდს ორჯერ არასდროს შემოუტრიალებია სერიები 1-3-დან.

 

ამის გამო კი ლეიკერსი თავისთვის სასიკეთო პოზიციაშია, რადგან მთავარი კონკურენტი, ლოს ანჯელეს კლიპერსი დენვერ ნაგეთსმა სასწაულად გაუგდო ფლეიოფებიდან. 

 

აქამდე ლებრონ ჯეიმსის გუნდს ბევრად მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა ჩემპიონობაზე, ახლა კი მინიმუმამდე დავიდა.

 

 

2019/20 NBA-ს გამარჯვებული:

 

  1. ლეიკერსი - 1.50
  2. მაიამი - 5.0
  3. ბოსტონი - 6.20
  4. დენვერი - 9.10

 

თქვენი აზრით, ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ