Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.43 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე

5.43 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე

დღეს კიდევ გვაქვს ლიგის შესარჩევზე საინტერესო მატჩები და ჩვენც გვსურს გაგიზიაროთ აზრი და შემოგთავაზოთ პროგნოზი.

 

თელ-ავივის მაკაბი ბელორუსიის დინამო ბრესტს უმასპინძლებს და ვფიქრობთ, რომ ძირითადშივე უნდა მოიგოს ისრაელის გუნდმა, რადგან ბრესტი ცუდ ფორმაშია, ბელორუსიის ჩემპიონატში, 21 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილს იკავებს და ძნელად წარმოსადგენია თუ ისრაელში შეძლებს მოგებას და შემდგომ ეტაპზე გასვლას.

 

მაკაბი - დინამო ბრესტი

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.47)


 

შემდეგი პოზიცია ომონია-ცრვენა ზვეზდადან გვაქვს. სერბულ გრანდს ძალიან უყვარს კუთხურების ჩამოწოდება. მითუმეტეს დღეს ფავორიტია და კვიპროსულ გუნდს სავარაუდოდ მოუგებს და გავა შემდგომ ეტაპზე.

 

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ცრვენა ზვეზდა 5 კუთხურს მაინც ჩააწვდის. უყვართ სერბებს მატჩების კუთხურებით მოგება.

 

ომონია - ცრვენა ზვეზდა 

 

მეორე გუნდის კუთხურები 4.5 - მეტი (1.60)


 

ბოლო ორი პოზიცია ფერენცვაროში-დინამო ზაგრებიდან გვაქვს. ამ მატჩში დაძაბულ ბრძოლას ველოდებით, რადგან დაახლოებით თანაბარი დონის კლუბები ხვდებიან ერთმანეთს.

 

წინა სეზონშიც ზუსტად ეს გუნდები შეხვდნენ ლიგის შესარჩევ ეტაპზე. მართალია დინამო ზაგრებმა ორი მატჩის ჯამში 5-1 გაანადგურა ფერენცვაროში, მაგრამ ორივე მატჩში ძალიან ბევრი ბარათი და უხეშობა იყო.

 

ზოგადად უნგრული ფეხბურთი გამოირჩევა ჯარიმებითა და ყვითლებით და ასეთ დროს არც ხორვატები აკლებენ. 

 

დღეს გვგონია, რომ ჯარიმები და აუტები წამოვა.

 

ფერენცვაროში - დინამო ზაგრები

 

აუტების რაოდენობა 42.5 - მეტი (1.65)

 

ჯარიმების რაოდენობა 26.5 - მეტი (1.40)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დაჯდება ჩვენი ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ