სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს. ძნელია გაიხსენო ფეხბურთელი, კალათბურთელი ან სხვა რომელიმე სპორტის წარმომადგენელი, რომელიც კარიერაში არასდროს დაშავებულა.
დღეს შემოგთავაზებთ უცნაურ და სასაცილო მომენტებს სპორტსმენების კარიერიდან, რომლებმაც უწყინარ სიტუაციაში ტრავმები მიიღეს.
#1. მილანის ექიმებმა ვერ დაადგინეს თუ როდის მიიღო კევინ პრინს ბოატენგმა ბარძაყის ტრავმა. განელი ფეხბურთელის შეყვარებულმა, მელისა სატამ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა და თქვა, რომ წყვილს კვირაში 10-ჯერ აქვთ სექსი.
#2. ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ტელევიზორის ყურების დროს დაიჭიმა მყესი. რიოს რამდენიმე საათის განმავლობაში, გაუნძრევლად ედო ფეხი ჟურნალის მაგიდაზე.
#3. 1993 წელს, მეკარეს, დეივ ბისანტს მაიონეზის ბოთლი დაეცა ფეხის ცერა თითზე და ამის გამო 2 თვე გამოტოვა.
#4. 1975 წელს, მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, ალექს სტეპნიმ ყბა იღრძო, როდესაც თავის მცველებს განრისხებული უყვიროდა და აიძულებდა ყურადღებით ეთამაშათ ბირმინგემის წინააღმდეგ.
#5. ბრენტოფრდის ყოფილი მეკარის, ჩიკ ბროდის კარიერა მოულოდნელად დასრულდა, როდესაც მინდორზე შემოვარდნილი ძაღლი დაეტაკა და მუხლი ჩაუმსხვრია.
#6. 1993 წელს, ჩრდილო ირლანდიელმა მცველმა, სტივ მოროუმ ლავიწი მოიტეხა, როდესაც ლიგის თასის მოგებას აღნიშნავდნენ არსენალის ფეხბურთელები. მოროუ ტონი ადამს შეახტა და მინდორზე ცუდად დაეცა.
#7. ნორვეგიელი ფეხბურთელი, სვეინ გრონდალენი ადგილობრივ პარკში ვარჯიშობდა, დარბოდა. სპორტსმენი ალბათ ვერ წარმოიდგენდა თუ იმ დღეს, ძუნძულისას ლოსი დაეტაკებოდა.
#8. ბარნსლის ყოფილმა ნახევარმცველმა, დარენ ბერნარდმა ალბათ ყველაზე უცნაური ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი სამზარეულოში ასრიალდა ლეკვის მოშარდულ გუბეზე, ფეხი მოიტეხა და 5 თვე გამოტოვა.
#9. 1971 წელს, არსენალის ფეხბურთელმა, ჩარლი ჯორჯმა ფეხის თითი მოიჭრა ბალახის საკრეჭი მანქანით.
#10. ევერ ბანეგამ უცნაურ სიტუაციაში მოიტეხა კოჭი. არგენტინელმა ფეხბურთელმა საწვავის ჩასასხმელად გაჩერა მანქანა, მაგრამ ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა ავტომობილი დაგორდა და ფეხზე გადაუარა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ