იცით ალბათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს სპორტში ბილეთის შედგენა. ყოველთვის ვცდილობთ, დავუმტკიცოთ საკუთარ თავებს რომ გვაქვს ინტუიცია და ლოგიკა.
შარშანდელ სეზონში ჩვენი ერთერთი ფავორიტი გუნდი იტალიური ლეჩე იყო, რომელიც თითქმის ყოველ თამაშში მეტ გოლს სვამდა, მაგრამ სამწუხაროდ დაქვეითდა სერია B-ში.
შარშან, ლეჩეს მწვრთნელმა, ფაბიო ლივერანიმ, რომელიც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო და ამ სპორტის გულშემატკივრებს უფრო ლაციოდან გვახსოვს, სეზონის დასაწყისში თქვა, რომ მისი გუნდი ყოველ მატჩში მინიმუმ 1 გოლს მაინც გაიტანდა..
თავიდან არ ვენდობოდით ლივერანის განცხადებას, მაგრამ ფაქტია, მისმა გუნდმა სეზონში, 38 მატჩში 52 გოლი გაიტანა.
გახსოვთ გავარდნილ გუნდს 52 გოლი გაეტანოს, არა მხოლოდ იტალიაში, ტოპ ჩემპიონატებიც რომ ჩავთვალოთ?
მართალია სერია A-ში, 38 მატჩიდან 10-ში ვერ მოახერხეს გოლის გატანა ლეჩეს ფეხბურთელებმა, მაგრამ მათ შეხვედრებში, ჯამში 137 გოლი გავიდა. საშუალოდ 3.60 გამოდის.
ლივერანის ფეხბურთელები 137 გოლით მხოლოდ ფანტასტიკურ ატალანტას ჩამორჩნენ. ბერგამოელების შეხვედრებში 146 გოლი გავიდა.
გვენატრება ლეჩე.
ზოგადად იტალიური ფეხბურთი და სერია A ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გახდა ბოლო წლებში.
რას ფიქრობთ, ვინ იქნება ლეჩესნაირი კლუბი წელს?
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ