Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.58 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

4.58 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენც შევარჩიეთ რამდენიმე პოზიცია თამაშებიდან და გვსურს, შემოგთავაზოთ.

 

სამშაბათის თამაშებში სავარაუდოდ ბევრი გოლი გავა.

 

ზალცბურგი ბაიერნს უმასპინძლებს და ამ მატჩში ორივეს გატანას ვფიქრობთ, რადგან მეტ გოლს დაბალი კოეფიციენტი აქვს და 4 გოლის აღებას მაინც ორივეს გატანა გვირჩევნია.

 

ზალცბურგი გამტანია. კაი გუნდია. არ აქვს მნიშვნელობა ბაიერნია თუ ლასკი. ორივე გუნდთან გოლის გასატანად გავა მოედანზე და იმედია დღესაც გაუტანს გერმანელებს.

 

მართალია მიუნხენელები დაუნდობლობით გამოირჩევიან, მაგრამ 4 გოლის აღება მაინც სახიფათოა. თუ 0-4 გვგონია, მაშინ ბაიერნის გოლებს დავწერთ მარტო და მაინც ორივეს გატანა ვამჯობინეთ.

 

ზალცბურგი - ბაიერნი

 

ორივე გაიტანს - კი (1.41)


 

შემდეგი პოზიცია ატალანტა-ლივერპულიდან გვაქვს და ამ მატჩში ვფიქრობთ, რომ გუნდები ბევრჯერ დაარტყამენ მოწინააღმდეგის კარში.

 

მეტ გოლს ამ თამაშშიც ძალიან დაბალი კოეფიციენტი აქვს და კარში დარტმყები ვამჯობინეთ. ტოტალი არც თუ ისე მაღალია.

 

ატალანტას მოსაგებად აქვს საქმე, რადგან უშუალო კონკურენტთან, აიაქსთან სახლში ფრე ითამაშა, რაც ამსტერდამელებს აძლევს ხელს.

 

ამიტომ ბერგამოელები ბევრს შეუტევენ ლივერპულელებს, რადგან ინგლისელებთან 1 გოლით ვერ მოიგებ, უნდა ელოდო, რომ გაგიტანენ გოლს კლოპის ბიჭები და თუ კარგი შედეგი გინდა, უნდა შეუტიო და შეუტიო.

 

ატალანტა - ლივერპული

 

კარში დარტყმები 8.5 - მეტი (1.45)


 

შემდეგი პოზიცია მიდტიულანდი-აიაქსიდან გვაქვს. ამსტერდამელებს აუცილებლად მოსაგები აქვთ დანიაში მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარი გუნდი აკლიათ კორონავირუსის გამო. მიდტიულანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სუსტი გუნდია და ნიდერლანდელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ.

 

თან აიაქსი იმიტომ გვიყვარს ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშებიან. ყოველ თამაშში გამოდიან მოედანზე და ერთსა და იგივე, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. 

 

დღეს კი ვფიქრობთ, რომ ორ გოლს მაინც გაუტანენ დანიელებს და დამაჯერებლად მოიგებენ მიდტიულანდის წინააღმდეგ.

 

თუ ვერ მოიგეს და 2 გოლი გვინდა აიაქსის.

 

მიდტიულანდი - აიაქსი

 

მეორე გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.60)


 

ბოლო პოზიცია რეალი-ინტერიდან გვაქვს და ჯარიმებს ვფიქრობთ. ტოტალი დაბალია, თამაში - დაძაბული. აი მსაჯია, ისეთი, რომელიც არ გვიყვარს, მაგრამ მაინც ვიფქრობთ, რომ წამოვა ჯარიმები.

 

მოულოდნელად ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი ჯგუფში ბოლო ორ პოზიციას იკავებს და ორი ტურის შემდეგ არცერთს აქვს მოგება.

 

რეალს აუცილებლად მოსაგები აქვს, ინტერს ალბათ ფრეც აწყობს. მადრიდელები შეუტევენ და სავარაუდოდ პირველივე ტაიმში გაუტანენ მილანელებს და 22 ჯარიმა იმედია წამოვა.

 

მსაჯი კლემენ ტურპინია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ 3.69 ბარათს იღებს, მაგრამ 22.92-ჯერ აჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო.

 

რეალი - ინტერი

 

ჯარიმების რაოდენობა 21.5 - მეტი (1.40)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დაჯდება ჩვენი ბილეთი! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ