ამერიკაში ძალიან უნდათ ახალი, თანამედროვე ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც კალიფორნიას ვეგასთან დააკავშირებს.
ცოდვების ქალაქის სტუმრები ძირითადად კალიფორნიელები არიან. წინა წელს, ვეგასის ტურისტების 18%-ს სწორედ კალიფორნიელები წარმოადგენდნენ, რომლებსაც საკუთარი მანქანებით უყვართ გადაადგილება, მაგრამ ვეგასიდან უკან მომავალი სტუმრები ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში არიან და ხშირად ხდება უბედური შემთხვევები.
კომპანია Brightline-მა შეისყიდა ახალი ჩქაროსნული მატარებლის პროექტის შექმნის უფლება, რისი განხორციელებაც 8 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, თუმცა ჯერჯერობით ყველა სამუშაო გაჩერებულია, რა თქმა უნდა, პანდემიის გამო.
Brightline-ს ამერიკაში რამდენიმე პროექტი აქვს შესრულებული. ყველაზე გამოსარჩევია მაიამი-ფორტ ლოდერდეილი-უესტ პალმ ბიჩის მონაკვეთი.
ვეგასიდან კალიფორნიამდე რკინიგზა სულ რაღაც 260 მილი იქნება, 418 კილომეტრი. დაახლოებით იგივე მანძილია, რაც თბილისიდან ბათუმამდე და წარმოიდგინეთ, 8 მილიარდი დოლარი ჯდება, კიდევ კარგი მოვასწარით ჩვენ რკინიგზის აშენება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ