Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლოტოსნაირი თამაშით ჩინეთის დიდი კედელი აშენდა

ლოტოსნაირი თამაშით ჩინეთის დიდი კედელი აშენდა

ლატარიის ისტორია უამრავ წელს ითვლის. პირველად ლოტო ჩინეთში გაჩნდა, რომელიც ჰენის დინასტიამ ქრისტეს შობამდე 205 წელს დანერგა ქვეყანაში. 

 

ისტორიკოსებს სჯერათ, რომ შემოსული თანხიდან რაღაც პროცენტი ჩინეთის ეკონომიკას ხმარდებოდა და მთავრობა ფულს სხვადასხვა პროექტებში ანაწილებდა.

 

ერთ-ერთი მათგანი ჩინეთის დიდი კედელი იყო, რომელიც დიდ ფინანსურ რესურს ითხოვდა და ლატარიიდან შემოსული თანხის პროცენტი ძირითადად გალავნის მშენებლობაში მიდიოდა. 

 

ჩინეთში, იმ დროს, ლატარია კენოს ტიპის თამაშს წააგავდა და მოსახლეობის ჩართულობა ძალიან დიდი იყო. ჩინელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა აზარტული თამაშები, იმდენად უყვარდათ, რომ საბოლოოდ მსოფლიოს საოცრებაც შექმნეს.

 

ევროპა

 

ევროპაში ლოტო რომის იმპერიაში გამოჩნდა. თავდაპირველად ლატარიას მხოლოდ მდიდარი ოჯახები თამაშობდნენ. უგზავნიდნენ ერთმანეთს თამაშზე მოსაწვევებს, იკრიბებოდნენ მდიდრულ სახლში, სადაც ყველა ბილეთი იგებდა სხვადასხვა პრიზებს. 

 

თუმცა, მოგვიანებით, იმდენად პოპულარული გახდა ლოტო, რომ იმპერატორმა ავგუსტუსმა რომის მოსახლოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ლატარიის თამაში.

 

შემოსული თანხიდან პროცენტი რომის იმპერიას ხმარდებოდა, ეს იქნებოდა ფასადების შეკეთება, გზების თუ სხვა სახის რემონტი. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ