Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

Top 10 უდიდესი მოგება კაზინოს ისტორიაში

Top 10 უდიდესი მოგება კაზინოს ისტორიაში

მოთამაშეებს უყვართ ისტორიების გაზიარება, თუ ვინ რამდენი მოიგო, როგორ ოსტატურად ითამაშეს, რა მეთოდით დაამარცხეს მეტოქე და ა.შ 

 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კაზინოს ისტორიაში საუკეთესო მოგებებს.

 

#10. $14.5 მილიონი

 

2011 წელს ნორვეგიელმა მოთამაშემ ონლაინ კაზინოების რეკორდი მოხსნა. პიტერმა ერთ-ერთ პროგრესულ სლოტზე 14,500,000 მილიონი დოლარი მოიგო.

 

#9. $15.1 მილიონი

 

დონ ჯონსონმა ბლექჯეკში, 6 თვის მანძილზე 15,100,000 დოლარი მოიგო. ჯონსონს არც ბანქოს თვლის მეთოდი გამოუყენებია და არც უშულერია. 


 

#8. $21.3 მილიონი

 

1999 წელს, ილინოისის შტატში, ერთმა უბრალო კონსულტანტმა, Caesar’s Palace-ში “Megabucks”-ზე 10 დოლარით $21,346,952 მოიგო. 

 

გამარჯვებულმა ანონიმურობა არჩია.

 

#7. $22.6 მილიონი

 

2002 წლის მარტში, 72 წლის კალიფორნიელმა ქალბატონმა, ჯოანა ჰიუნდლმა, ასევე, Megabucks-ზე 170 დოლარით $22,618,156 მილიონი მოიგო.

 

როდესაც ჯეკპოტი დაეცა, ჯოანამ თქვა, რომ მოგებული თანხა მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ეგონა.

 

#6. $26 მილიონი

 

1989 წელს, ელმერ შერვინმა 100 დოლარიანი ფსონით პირველივე დარტყმაზე 5 მილიონ დოლარიანი ჯეკპოტი მოიგო. მოგებული თანხით შერვინმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. 16 წლის შემდეგ დაბრუნდა ვეგასში, იმავე სლოტს მიუჯდა და კვლავ ჯეკპოტი დაეცა, ამჯერად 21 მილიონ დოლარიანი. 

 

#5. $27.6 მილიონი

 

ლას ვეგასში, 67 წლის მფრინავმა პენსიონერმა ქალბატონმა 300 დოლარით $27,580,879 მოიგო. 

 

ეს მისთვის პირველი დიდი მოგება არ იყო. Wheel of Fortune-ზე $680,000 აქვს დასმული.

 

#4. $35 მილიონი

 

2000 წლის იანვარში, ლას ვეგასში, ერთ-ერთ კაზინოს მიმტანმა მომავალი დედამთილის დაბადების დღეზე გადაწყვიტა სლოტების თამაში. მეცხრე სპინზე მან $34,959,458 მოიგო. 

 

2 კვირაში საოცნებო ქორწილი გადაიხადეს მიმტანმა და ტერი ბრენანმა.

 

#3. $39.7 მილიონი

 

ლოს ანჯელესელი პროგრამისტი ლას ვეგასში კალათბურთის მატჩს ესწრებოდა. შესვენებაზე გადაწყვიტა 100 დოლარით სლოტები ეთამაშა. ისიც იგივე აპარატს, “Megabucks” მიუჯდა და მანაც მოიგო 40 მილიონ დოლარიანი ჯეკპოტი. ერთჯერადად ამხელა თანხის გატანა შეუძლებელი იყო, ამიტომ, ნევადას შტატის კანონის მიხედვით, ის 25 წლის მანძილზე რეგულარულად მიიღებს კუთვნილ თანხას.

 

#2. $40 მილიონი

 

არჩი კარასი - გემბლინგის ლეგენდა. 10,000 დოლარით არჩი კარასმა სამი წლინს მანძილზე 40,000,000 დოლარი მოიგო. თუმცა ვერ გაჩერდა ამ თანხაზე. 3 კვირაში, კაზინოში 11 მილიონი დოლარი წააგო, ამ თანხის ამოღების მიზნით, კიდევ 17 დაამატა წაგებულს, შემდეგ 2 მილიონი დოლარიც პოკერში გაასხვისა. 

 

არჩი კარასს მხოლოდ $10 მილიონიღა ჰქონდა დარჩენილი და გადაწყვიტა მშობლიურ საბერძნეთში დაბრუნება. “შვებულების” შემდეგ კვლავ ჩავიდა ვეგასში და დარჩენილი ფულიც წააგო.

 

#1. $590.5 მილიონი 

 

ფლორიდაში, გლორია მაკენზიმ ლოტოში 590,500,000 დოლარი მოიგო. გლორიამ ლოტოს ბილეთები საკუთარ უბანში, ერთ ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძინა. ეს ბედნიერი დღე ფლორიდელ ქალბატონს 2013 წლის მაისში, 84 წლის ასაკში გაუთენდა.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ