Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.56 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

4.56 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

დღეს გვიან ღამით მშვენიერი თამაშებია და შევეცდებით პოზიციების გამოცნობას, ბილეთის გამწვანებას.

 

ლივერპული ენფილდზე ბარნლის მიიღებს და ვფიქრობთ რომ შავ დღეში ჩააგდებს კლოპის გუნდი სტუმრებს.

 

ლივერპული ცუდ ფორმაშია, ბოლო 4 თამაშიდან ვერცერთი მოიგო და ბოლო სამ თამაშში გოლიც კი არ გაუტანია, ამიტომ გვგონია რომ დღეს მინიმუმ 3 გოლს მაინც გაიტანს.

 

დიდი ანგარიშით მოგება კლოპის გუნდს ძალიან დაეხმარება ფსიქოლოგიურად განტვირთვისთვის. 

 

მოქმედმა ჩემპიონმა პირველი პოზიცია მანჩესტერ იუნაიტედს დაუთმო. წინა ტურში ენფილდზე ვერ მოუგო მოსისხლე მტერს, ვერ მოუგო კი არა, საერთოდ კინაღამ წააგო.

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 3 თამაშია გოლი არ გაუტანია და წესით ბარნლის უნდა გადაუაროს.

 

ლივერპული - ბარნლი

 

პირველი გუნდის გოლები 2.5 - მეტი (1.90)


 

მეორე პოზიცია ეიბარი-ატლეტიკოდან გვაქვს და ვფიქრობთ რომ მასპინძლები ორ ყვითელს მაინც მიიღებენ. 

 

ტოტალიზატორის ტერმინს ვიხმართ და ვიტყვით, რომ დროა ატლეტიკომ სადღაც გატეხოს თავისი თამაში და ვერ მოიგოს. მითუმეტეს, წინა სეზონში, ეიბარში წააგო 2-0 მადრიდულმა გუნდმა.

 

თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ეიბარმა შეძლო პირველი გოლის გატანა, ამ შემთხვევაში რეალური იქნება მასპინძლების ბარათები, რადგან ყველანაირი ხერხით შეეცდებიან ანგარიშის შენარჩუნებას.

 

მთავარი არბიტრი მარიო ლოპესია, რომელიც ეიბარის 17 მატჩში იყო მსაჯი და მათი ფეხბურთელები 36-ჯერ გააფრთხილა, საშუალოდ 2.12 გამოდის.

 

ეიბარი - ატლეტიკო

 

პირველი გუნდის ბარათები 1.5 - მეტი (1.50)


 

ბოლო პოზიცია იტალიის თასიდან გვაქვს, სადაც ლაციო პარმას უმასპინძლებს. ამ მატჩში მეტ კუთხურს ვფიქრობთ.

 

გასაგებია რომ თასის თამაშია, მაგრამ ზოგადად ორივე გუნდს უყვარს კუთხურების მოწოდება. 

 

პარმას ამ სეზონში სერია A-დან გავარდნა ემუქრება და სავარაუდოდ დაქვეითდება კიდეც და იბრძოლოს თასზე, გაიფართხალოს, არაფერი დაუშავდებათ. 

 

თავის მხრივ ლაციო მშვენიერ ფორმაშია, ბოლო 3 მატჩი მოიგო, მათ შორის რომაული დერბი და წესით თავისუფლად შეუტევს სტუმარ გუნდს.

 

ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში 60 კუთხური ჩამოწოდდა, საშუალოდ ზუსტად 12 გამოდის და წესით დღესაც უნდა დაჯდეს 10 კუთხური.

 

ლაციო - პარმა

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.60)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დაჯდება ჩვენი ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ