კიდევ ერთი უცნაური ბილეთი. 2006 წელს აეროპორტში მომუშავე მელისა ქიურიმ, ვალენტინობის დღეს 30 ფუნტი დადო რომ წლის ბოლომდე თავის შეყვარებულს, მეტ დოკრეის წლის ბოლომდე ცოლად გაყვებოდა.
უილიამ ჰილი 14 თებერვალს მსგავსი პოზიციებით ძალიან პოპულარულია. როდესაც კომპანიის წარმომადგენელმა მელისას ბილეთი ნახა, პოზიცია 25 კუშით შეუფასა.
თუმცა შეყვარებულებს ასეთი რამ შესთავაზეს, თუ მელისა და მეტი მომდევნო 10 წელი ერთად იქნებოდნენ, უილიამ ჰილი კოეფიციენტს გაუორმაგებდა, რასაც წყვილი დათანხმდა.
15 წლის წინანდელი ბილეთია და ცუდად გამოიყურება
მელისა ქიური:
“მინდოდა რამე ორიგინალური საჩუქარი გამეკეთებინა ვალენტინობის დღეს ჩემი შეყვარებულისთვის. ამიტომ წავედი და დავდე ბილეთი რომ წლის ბოლომდე ვიქორწინებდით. მოდი სიმართლე ვთქვათ, კაცებს არ უყვართ ყვავილები და შოკოლადები. მეტს ძალიან უყვარს თამაში, ამიტომ გადავწყვიტე ბილეთი გამეკეთებინა”.
“ჩვენ რამდენიმე თვეა რაც ერთად ვართ და ამიტომაც მოგვცეს მაღალი კუში”.
წყვილი მართლაც დაქორწინდა და 10 წლის შემდეგაც ერთად არიან. მელისამ და მეტმა 30 ფუნტში 1,500 ფუნტი მოიგეს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ