ვაწეობს ქართულ ბაზარზე. მის ძირითად მიმართულებას მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.
დაარსების დღიდან კომპანია გახდა რამოდენიმე წამყვანი ევროპული და აზიური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. დღეის მდგომარეობით კომპანია 25 საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე, რითიც სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი, პრაქტიკულად ყველა მიმართულება ათვისებულია, კერძოდ: მცენარეთა დაცვის საშუალებები, ძირითადი გამოკვების სასუქები, ფოთლოვანი გამოკვების სასუქები, წვეთოვანი გამოკვების სასუქები, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების სათესლე მასალა, მარცვლოვანი კულტურების სათესლე მასალა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი.
აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, შვეიცარია, გერმანია, იაპონია, ისრაელი, ამერიკა, თურქეთი, ჩინეთი, და ა.შ
შპს „ბორან სოფქიმია“ საქართველოში არსებული, პრაქტიკულად ყველა მოწინავე ფერმერის და კომპანიის უცვლელი პარტნიორია. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კომპანია საქართველოს მთლიანი ბაზრის დაახლოვებით 32%-ს ფლობს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ