სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ გავსტრიმო?

თუ ამას კითხულობ ესეიგი სტრიმერობა გინდა (ან უბრალოდ გაინტერესებს როგორ სტრიმავენ სხვები... თუმცა ჩვენ მაინც იმედს დავიტოვებთ რომ სტრიმერობა გინდა), და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია ზედმიწევნით კარგად იცოდე რა როგორ ხდება.

 

ტექნიკურად რომ შეემზადო…

 

პირველი რაც უნდა გაითვალისწინო შენი კომპიუტერის შესაძლებლობებია. იქიდან გამომდინარე რომ სტრიმის დროს კომპიუტერს რამდენიმე დავალების შესრულება პარალელურ რეჟიმში მოუწევს, სასურველია გაკრკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს - უნდა გააჩნდეს მინიმუმ 8GB RAM და შესაფერისი პროცესორი (მაგალითად i7 920)

 

ასევე არანაკლებ გასათვალისწინებელი ამბავია ინტერნეტი - რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო კარგი ხარისხის იქნება სტრიმის გამოსახულება. მაგალითად 5mb სიჩქარის ინტერნეტით 720p-ზე მაღალი ხარისხის ვიზუალს ფიზიკურად ვერ მიაწვდი მომხმარებელს. და ვინაიდან ინტერნეტის უწყვეტობა ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია სტრიმის დროს როგორც მაგალითად დენი, ჯობია თავი დაიზღვიო და არ გაეკარო WiFi-ს - აიღე კაბელი, შეარჭე და იბატონე.

 

არ დაგავიწყდეს, შეამოწმე ინტერნეტის სიჩქარე!

 

ექაუნთი და პროგრამა სტრიმისთვის

 

როცა დაჯდები და კარგად მოიფიქრებ თუ რა სახელით გაგიცნოს ფართო აუდიტორიამ, უნდა შექმნა ამ სახელის არხი youtube-ზე (ასევე კარგი იქნება თუ Twich-ზეც შექმნი ანალოგიურ არხს, ყოველი შემთხვევისთვის, ვაიდა გუგლმა გადაწყვიტა რომ არ მოსწონხარ და დაგბლოკა). გააფორმე არხი დიზაინით, ატვირთე ლოგო, ქოვერი, გამართე ტექსტები და არხის აღწერა. მერე, გადმოიწერე OBS studio და დააინსტალირე. რა თქმა უნდა ასევე დაგჭირდება ონლაინ კაზინოს ექაუნთი და ჩათვალე მზად ხარ - საქმის დიდი ნაწილი გაკეთებულია, ახლა პროგრამაც აითვისე და მორჩა, შეგიძლია ეთერში გახვიდე.

 

OBS

 

ეს არის ე.წ. სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტრიმის ტექნიკური მხარის სრულ მოწესრიგებას და ლაივ სიგნალის მიწოდებას არხზე (Youtube, Twitch, Facebook და ა.შ.).

 

სტრიმის დასაწყებად აუცილებელია არხიდან წამოიღო და პროგრამაში ჩააკოპირო Stream Key. თუმცა, თუ კი ახალი შექმნილი არხი გაქვს მის მოსაპოვებლად დრო დაგჭირდება.

 

Youtube-ზე ლაივ ფუნქციის ჩასართავად, აქლიქებ აქ და მონიშნავ Go Live-ს

 

 

შემდეგ ელოდები 24 საათი და შენი Stream Key მზადაა.

 

ეს არის ერთჯერადი ქმედება და ამის შემდეგ პირდაპირ შეძლებ ხოლმე Stream Key-ს აღებას აი ასე:

 

ნაბიჯი 1 - იძახებ შენი არხის მენიუს და აქლიქებ წარწერას Creator Studio

ნაბიჯი 2 - ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩენილი მენიუდან ირჩევ Live Streaming

ნაბიჯი 3 - გახსნილ გვერდს სქროლავ ქვემოთ, პოულობ ასეთ უჯრედს და აკოპირებ Stream Key-ს

 

 

და როგორ უნდა გამოიყენო ეს ჯადოსნური კოდი, ახლავე გაიგებ - დავუბრუნდეთ OBS-ს:

 

ინსტალაციის დროს აუცილებლად გაითვალისწინე რომ პროგრამის ვერსია აუცილებლად 64bit იყოს (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ შენი ვინდოუსი 64bit-იანია)

 

ინსტალაციის შემდეგ გახსენი პროგრამა და ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება რომ სწორი ვერსია დააინსტალირე და თამამად შეგიძლია შეუდგე სეთინგების გასწორებას

 

 

სეთინგების გასწორებას იწყებ აქედან - File>Settings და იხსნება ფანჯარა

 

 

ახლა დააქლიქე Stream ღილაკს, რომელიც ფანჯრის მარხენა მხარესაა განთავსებული

 

 

აქ უნდა მონიშნო რომელი სერვერიდან (საიტიდან) აპირებ გასტრიმვას. ჩვენ შემთხვევაში Service ველს ჩამოშლი და აირჩევ Youtube / Youtube Gaming-ს

 

აი აქ გჭირდება ის Stream Key, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ - აკოპირებ იუთუბიდან და აგდებ Stream Key ველში

 

შემდეგ გადადიხარ Output თაბზე

 

 

Output Tab არეგულირებს შენი სტრიმის ვიდეოს გამოსახულების ხარისხს. Output Mode-ს აყენებ Advansed და იხსნება მეტი ფუნქცია სეთინგების გასასწორებლად. Encoder რეკომენდირებული მოცემულობაა x264 და არ შეცვალო. თუ შენი მონიტორის რეზოლუცია 1080 პიქსელზე მეტია, მაშინ Rescale Output აუცილებლად დააყენე 1920x1080.

 

გაითვალისწინე: შეცვალე მხოლოდ ეს სეთინგები, დანარჩენი დატოვე ისე როგორც არის.

 

 

ყოველთვის იზრუნე იმაზე რომ მაყურებელს ხმის საუკეთესო ხარისხი შესთავაზო. ამისათვის კარგი მიკროფონი დაგჭირდება, რომლის შეერთების შემდეგაც Mic/Auxiliary Audio Device მიუთითებ შენს მიკროფონს.

 

 

Video თაბში აყენებ იმ სეთინგებს, რომელიც განსაზღვრავს შენი სტრიმის ხარისხს და რეზოლუციას. შეგიძლია აქ უკეთესი ხარისხის მისაღებად ექსპერიმენტები ატარო, თუმცა ჩვენი საიტის რეკომენდაციაა რომ დააყენო ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული.

 

როდესაც ყველაფერს მორჩები, აქლიქებ Apply-ს და შემდეგ OK-ს.

 

Streamlabs

 

შემდეგი ექაუნთი, რაც აუცილებლად დაგჭირდება არის Streamlabs. საიტი პირდაპირ იყენებს შენი იუთუბის ექაუნთს და არაა აუცილებელი ცალკე დარეგისტრირება (გათვალისწინე რომ სწორედ იმ ექაუნთით უნდა დალოგინდე, რომლიდანაც აპირებ გასტრიმვას). ამ საიტიდან მოგაქვს ფუნქციები (Widgets), რომელიც უფრო გამოაცოცხლებს და საინტერესოს გახდის შენს სტრიმს - მაყურებლების რაოდენობა, ტექსტები, მოძრავი ტექსტები, ჩატი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გამოყენების სწავლა პირდაპირაა შესაძლებელი საიტზე განთავსებული მინი ვიდეოებიდან

 

 

საიტის მარცხენა მხარეს, მენიუში პოულობ Widgets და იწყებ ყველა ვიჯეთის სათითაოდ შესწავლას, რას აკეთებს, როგორ ეცვლება დიზაინი, როგორ ხდება მისი გამოყენება და ითვისებ ყველაფერს ზედმიწევნით.

 

სტრიმის დიზაინი

 

სტრიმს აუცილებლად ჭირდება საინტერესო დიზაინი, რომელიც ვიზუალურად მომხიბვლელი იქნება და სადაც მოწესრიგებულად დაალაგებ ყველაფერს - მთავარი ფანჯარა, ეკრანი სადაც შენ ჩანხარ, უჯრედები, სადაც გამოჩნდება ლაიქები, მაყურებელთა რაოდენობა, თაიმერი და ასე შემდეგ - ანუ ისე ყველაფერი, რაც ზემოხსენებულ საიტზე ასე უნაკლოდ და გულმოდგინედ შეისწავლე.

 

ერთ-ერთი საორიენტაციო დიზაინი ასე გამოიყურება

 

 

იმიჯის ზომებია 3854X2170 პიქსელი - ესაა ზომა, რომელიც ნებისმიერი სიდიდის მონიტორზე მაღალი ხარისხით გამოჩნდება.

 

დისპლეის გამართვა

 

ახლა მთელი შენი ყურადღება აი ამ ორი ფანჯრისკენ უნდა მიმართო

 

 

აქედან უნდა ააწყო ის ვიზუალი, რითაც საბოლოოდ ლაივში გახვალ.

 

Scene - არის ადგილი, რომელშიც ერთად თავს იყრის ყველა შენი ვიზუალური ელემენტი, Sources კი არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩაამატო ან ამოაკლო ეს ელემენტები.

 

Sources ფანჯრის ქვედა ნაწილში აქლიქებ დამატებას (პლიუს ნიშანს) და ამოდის მენიუ, რომელიც გაძლევს საშუალებას ეკრანზე შემოიტანო ყველაფერს რაც შენს გულს გაუხარდება - სათამაშო ფანჯარა (Window Cature), ეკრანი სადაც შენ ჩანხარ (Video Capture Device), წინასწარ გამზადებული დიზაინი (Image), Streamlabs-ზე გამზადებული ფუნქციური ვიჯეთები (browser და ასევე Text GDI+ ) და ასე შემდეგ. სხვა ფუნქციების გასაცნობად შეგიძლია ეწვიო გუგლს ან უბრალოდ ექსპერიმენტები ატარო.

 

 

სამუშაო ადგილი

 

სთრიმინგ სტუდიად შეგიძლია ნებისმიერი ოთახი გამოიყენო. სრულყოფილი ლაივისთვის დაგჭირდება მხოლოდ ერთი კომპიუტერი (ზემოთ მოცემული ფუნქციებით), ორი მონიტორი (ერთგან ითამაშებ და მეორეზე სტრიმს მართავ), ხარიხისანი ვებ კამერა, ერთი კარგი მიკროფონი, მაგიდა, სკამი და ფონი კედელზე შენს უკან (თეთრ, სადა, უინტერესო და მოსაწყენ ფონზე რომ არ ჩანდე).

 

როდესამ ამ ყველაფერს მოაგვარებ, თამამად შეგიძლია თქვა რომ უკვე ოფიციალურად შემოაბიჯე სთრიმინგის სამყაროში. ამიტომაც გაითვალისწინე კიდევ რამდენიმე რჩევა:

 

 

 

 

 

კარგია თუ…

 

  • იქნები ყოველთვის ყურადღებიანი მაყურებლების მიმართ

  • გექნება გეგმა, რომლის მიხედვითაც ყოველთვის ერთიდაიმავე დროს გახვალ ლაივში - მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება როდის დაგელოდოს

  • ილაპარაკებ ძალიან ბევრს და იქნები კონტაქტური - მარტო თამაშის ყურება მოსაბეზრებელია

  • დააიგნორებ “ტროლებს”, არ აყვები და უბრალოდ ბანს დაადებ

  • მომხმარებელს შესთავაზებ გათამაშებებს, პრიზებს, საჩუქრებს და ასე შემდეგ

  • გეყოლება სანდო მოდერატორები, რომლებიც სტრიმის და მაყურებლის მართვაში დაგეხმარებიან

  • იქნები ყოველთვის მხიარული - ცუდი ხასიათით ყველაფერს გააფუჭებ
     

ცუდია თუ…

 

  • აზარტს აყვები და ლიმიტზე მეტის თამაშს მოინდომებ - კაზინო სტრიმი ძვირიანი გართობაა და ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო

  • სერიოზულ პოლემიკაში შეხვალ მომხმარებელთან და კამათს დაიწყებ

  • ჩაიციკლები ერთ კონკრეტულ თამაშზე და მაყურებელს არ შესთავაზებ მრავალფეროვან სტრიმს

  • გადადებ და გააცდენ ხოლმე სტრიმებს - გამოიწვევ უკმაყოფილებას და დაკარგავ აუდიტორიას

 

ჩვენი გუნდი წარმატებებს გისურვებს და შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო დახმარებისთვის.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ