Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აშკარად ჩაწყობილი თამაშები ნიგერიაში

აშკარად ჩაწყობილი თამაშები ნიგერიაში

ნიგერიის ფეხბურთის ლიგაში მომხდარი სკანდალი ჩაწყობილ მატჩებზე, ალბათ, ყველაზე სასაცილოა, რაც კი ოდესმე მომხდარა. 

 

2013 წელს, ორი გუნდი, “პლატეუ იუნაიტედ ფიდერსი” და “პოლის მაშინი” ნიგერიის უმაღლეს ლიგაში გადასვლას ცდილობდა ქვედა დივიზიონიდან. ამისთვის, მათ ბოლო ტურში უნდა მოეგოთ თავიანთი მატჩები დიდი ანგარიშით, ანუ, სატურნირო ცხრილისთვის, გატანილი და გაშვებული ბურთების დიდი სხვაობა სჭირდებოდათ. 

 

“პლატეუ იუნაიტედ ფიდერსი” ბოლო ტურში “აკურბას” ხვდებოდა. პირველ ტაიმში ფიდერსმა 7 უპასუხო გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს. ალბათ, გგონიათ, რომ 7 ბურთი სჭირდებოდათ ხომ? 

 

არა. მეორე ტაიმში, “პლატეუ იუნაიტედ ფიდერს”-მა მეტოქეს 72 გოლი გაუტანა და მატჩი 79-0 დასრულდა. ცხადია მატჩი ჩააწყვეს, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი.

 

მეორე გუნდი, “პოლის მაშინი” ბოლო ტურში “ბაბაიაროს” ხვდებოდა. პირველი ტაიმი 6-0 დასრულდა “პოლის მაშინის” სასარგებლოდ. ხოლო მეორე ტაიმში, უმაღლეს ლიგაში აღზევების კანდიდატებმა მხოლოდ 61 გოლის გატანა შეძლეს და მატჩი 67-0 დამთავრდა. 

 

ოთხივე გუნდს, მსაჯებიანად აეკრძალა ფეხბურთთან გაკარება. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ