გუშინ ღამე კოპა იტალიის ნახევარფინალურ მატჩში ინტერმა ნულოვანი ფრე ითამაშა იუვენტუსთან და ორი მატჩის ჯამში, ფინალში ტურინელები გავიდნენ, რომლებმაც კრისტიანო რონალდოს გოლების წყალობით პირველი მატჩი 2:1 მოიგეს.
მილანის ინტერის მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იუვენტუსის პრეზიდენტს, ანდრე აგნელის შესვენებაზე შუა თითი დაანახა.
კამერებმა ასევე დააფიქსირეს აგნელიც, რომელიც კონტეს მისამართით ცუდ სიტყვებს ყვიროდა. (წადი შენი… მოკეტე)
მატჩის დამთავრების შემდეგ კონტეს ჰკითხეს თუ რა მოხდა, რაზეც იტალიელმა მწვრნთელმა კომენტარი გააკეთა:
“მსაჯებმა სიმართლე უნდა თქვან. მეოთხე არბიტრმა ყველაფერი დაინახა და გაიგო. ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეტი პატივისცემა მართებთ, მაღალი თანამდებობის პირებმა ზრდილობიანად მოქცევა უნდა იცოდნენ”.
“გუშინ რა მოხდა? არ მაქვს ლაპარკის სურვილი. ვფიქრობ, ზოგ ადამიანს მეტი განათლება სჭირდება”.
ანდრეა პირლო:
“ყველა მატჩი განსხვავებულია და ყველას ინდივიდუალურად ვუდგებით. ინტერს კარში თითქმის არ დაურტყამს, ჩვენ კი ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ”.
“სეზონის დასაწყისში 4-4-2 ტაქტიკით ვთამაშობდით, ახლა კი საერთოდ განსხვავებულად ვმოქმედებთ. ოპონენტებზე ვართ დამოკიდებულები, როგორ დაგვაპრესინგებენ”.
“როგორც დებიუტანტი მწვრთნელი, ჩემი გეგმა იყო რომ მოგვეგო სუპერკოპა, კოპა იტალია და აუცილებლად გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში. ფეხბურთელისთვის ბევრად მარტივი ყოფილა. ახლა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ვარ 30 სხვადასხვა თავი მჭირდება შემდეგი თამაშის გაანალიზებისთვის. ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. ვემზადებით შაბათის მატჩისთვის”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ