დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეა და იმედი გვაქვს უფრო საინტერესო შეხვედრები იქნება ვიდრე გუშინ, რადგან ფაქტობრივად სამშაბათის თამაშების განმეორებით მატჩებს აზრი აღარ აქვს.
დავიწყოთ პორტო-იუვეთი, სადაც ორი პოზიცია გვაქვს. მართალია გუშინ სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ ასეთი მითების არ გვჯერა და ვფიქრობთ რომ დღესაც სტუმარი გუნდი მოიგებს თამაშს.
წესით იუვენტუსს არ უნდა გაუჭირდეს პორტუსთან თამაში, რადგან პორტუგალიელები წელს ცუდ ფორმაში არიან, სავარაუდოდ გადაწყვეტილია კიდეც შიდა ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა და სპორტინგი უკვე მარტივად აწევს თასს.
მართალია ტურინელები იტალიაში წელს ვერ დომინირებენ, მაგრამ უმთავრესი ფაქტორი კრისტიანო რონალდოა. ჩემპიონთა ლიგა მისი ტურნირია და გოლის გასატანად ცდას არ დააკლებს. გახსოვთ ალბათ რონალდოს შედევრი დრაგაოზე, ოღონდ მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში.
ჩვენი აზრით, ჩაკეტილი თამაში იქნება. ალბათ მაინც ვერ მოიგებს იუვე დიდი ანგარიშით და უხეშობაც ბევრი იქნება. პორტუგალიურ გუნდებს ზოგადად უყვართ ჯარიმების აღება, შიდა ჩემპიონატში წესების დარღვევის ტოტალი 30-დან იწყება.
რა აქვს დასაკარგი პორტუს? ყველამ ვიცით რომ წყვილის აშკარა აუტსაიდერია და საკუთარ კედლებში ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
მსაჯი ესპანელი დელ კიეროა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, წელს, საშუალოდ 25.75-ჯერ აჩერებს თამაშს ჯარიმის გამო.
პორტუ - იუვენტუსი
ძირითადი შედეგი - 2 (2.04)
ჯარიმების რაოდენობა 24.5 - მეტი (1.45)
შემდეგი პოზიცია სევილია-დორტმუნდიდან გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ესპანელები არ წააგებენ შინ, რადგან ანდალუზიელები წელს მშვენიერ ფორმაში არიან.
დროა სევილიამ ევროპა ლიგის თასზე ფიქრს დაანებოს თავი და ჩემპიონთა ლიგაზეც შემოგვთავაზოს რამე.
მართალია დორტმუნდს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავი ყავს ჰოლანდის და სანჩოს სახით, თუმცა ამ სეზონში ცუდად გამოიყურება გუნდი. წელს შესაძლოა რომ ოთხეულშიც ვერ მოხვდეს ბუნდესლიგაში.
დორტმუნდის ბორუსიას გერმანიის ჩემპიონატში, ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს ორ ფრესთან და სამ წაგებასთან ერთად.
აი, სევილიამ კი, ლა ლიგაში ბოლო ხუთი შეხვედრა ისე მოიგო რომ მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა და მშვენიერ ხასიათზეა გუნდი.
სევილია - დორტმუნდი
ორმაგი შედეგი - 1X (1.42)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ლიგის ჩვენი პროგნოზი და დაჯდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ