Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რაიან რეინოლდსმა ვრექსემის ფეხბურთელებს მთელი წლის ხელფასი აუნაზღაურა

რაიან რეინოლდსმა ვრექსემის ფეხბურთელებს მთელი წლის ხელფასი აუნაზღაურა

ალბათ ყველას გვიყვარს მსახიობი რაიან რეინოლდსი. მსახიობმა ორი კვირის წინ უელსური გუნდი, ვრექსემი შეისყიდა.

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ვრექსემის ფეხბურთელებს და კლუბში მომუშავე პერსონალს მთლიანად აუნაზღაურებს Covid 19-სგან გამოწვეულ ზარალს.

 

უელსის ნაციონალური ლიგა შარშან მარტში შეჩერდა და მას შემდეგ ვრექსემის ფეხბურთელები მინიმალურ ხელფასს იღებდნენ. 

 

კლუბი შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ მთლიანი ხელფასი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა გუნდის ახალმა მფლობელმა, რაიან რეინოლდსმა თავაისი ჯიბიდან მთლიანად აანაზღაურა დანაკარგი. 

 

ვექსემის მწვრთნელი, დინ კიტსი:

 

“დაუჯერებელია. ძალიან გაგვეხარდა ბატონი რეინოლდსის გადაწყვეტილება. კლუბის ყველა ფეხბურთელი თუ სხვა თანამშრომელი დათანხმდა მინიმუმამდე შემცირებულ ხელფასს ვრექსემის გადასარჩენად. დღეს კი დანაკარგი გვიბრუნდება”.

 

მართლაც შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. რაიანმა ახალი კლუბის ფეხბურთელებს და თანამშრომლებს უფრო შეაყვარა თავი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ