Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ მოიპარეს თაღლითებმა მონტე კარლოში 3 მილიონი

როგორ მოიპარეს თაღლითებმა მონტე კარლოში 3 მილიონი

სამმა პროფესიონალმა ბრიტანელმა თაღლითმა მონტე კარლოში 3 მილიონი ევრო მოიპარა. შეიძლება ჯეიმს ბონდის ფილმი გეგონოთ, მაგრამ ნამდვილი ამბავია.

 

დაჯგუფების ლიდერმა, წარმოშობით პაკისტანელმა, 49 წლის საჯიდ რაშიდმა თაღლითების გუნდი შეკრა. იგი თანამშრომლობდა 26 წლის ქამარ ჰუსეინთან და 45 წლის ზაჰიდულ ხანთან, რომლებმაც დიდი კუში გაიტანეს. 

 

კრისტიან ოილერი, აზარტული თამაშების კომისიის უფროსი:

 

“ეს ჯენტლმენები შეუდარებლები არიან. ძლივს გამოიჭირეს”.

 

ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება მონტე კარლოში 3 მილიონის მოპარვა. თუმცა არც ისე ძნელადაა საქმე. ლიდერი, საჯიდ რაშიდი ახალგაზრდა ჰუსეინთან ერთად 10 ევროიან მონეტებს 1,000 ევროიანებში ცვლიდა, პირდაპირ სათამაშო მაგიდაზე! თუ არ გჯერათ, თქვენი ნებაა. 

 

ბანგლადეშელი ზაჰიდულ ხანი კი სიტუაციას აკონტროლებდა. თუ საქმე საეჭვოდ მიდიოდა, გვერდითა მაგიდიდან ხმაურობდა, ყურადღებას იქცევდა, ყველა მას უყურებდა.

 

ერთი წლის შემდეგ თაღლითები დაიჭირეს, თუმცა ბევრი ვერაფერი დაუმტკიცეს. საჯიდ რაშიდს, რომელიც 28 სხვადასხვა სახელით თაღლითობდა, 30 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ახალგაზრდა ჰუსეინს 10 თვით აეკრძალა გარეთ სიარული. 

 

ბანგლადეშელი ხანი დღესაც თავისუფალია. ფული კი მთლიანად შერჩათ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ