თებერვალში გამოჩნდა ქართული აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ფულის ჯანსაღად გამომუშავება შეგიძლია .
Play Store-ში ან App Store-ში ჩაწერე Let’s Move Now და გადმოწერე უფასოდ.
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ დაგჭირდება რეგისტრაცია. გამარტივების მიზნით, რეგისტრაციას Facebook-ით ან იმეილით გაივლი.
თამაშის პრინციპი
24 საათის მანძილზე, შემთხვევით, რენდომად შეირჩევა წერტილები და ყოველ ორ საათში ერთხელ გაჩნდება აქტიური ზონა, ე.წ. Hot Challenge, რომელიც აქტიური ერთი საათის განმავლობაში იქნება. სპორტსმენების მიზანია დაასწრონ მეტოქეებს ადგილზე მისვლა და დააგროვონ ქულები.
მაგალითად, ამ სურათზე ნაჩვენებია შენი მდებარეობა და ანთებს ზონა, სადაც უნდა მიხვიდე.
როგორ ვიშოვოთ ფული
აპლიკაციის მენიუში დაგხვდება Campaign, Tournament და Hot Challenge.
რა არის Campaign
ეს არის თამაშის უფასო ვერსია (Single Player), სადაც შეგხვდევათ ზონალური დავალებები. თქვენი მისიაა, თქვენს ქალაქში იმოძრაოთ და აიღოთ რაც შეიძლება მეტი „ზონა“. თითო ზონის აღებით დააგროვებთ 5 ქულას.
Campaign ვერსია შეგიძლიათ ითამაშოთ ულიმიტოდ, თქვენთვის სასურველ დროს, როგორც კი ზონას აიღებთ, რუკაზე მაშინვე გამოჩნდება შემდეგი დავალება.
უფასო ვერსიითაც შეგიძლია ფულის გამომუშავება.
Tournament - როგორ მოვიგოთ ტურნირი
შეჯიბრი არის კონკრეტულ ქალაქში ან რეგიონში, სადაც იმყოფებით GPS ლოკაციით.
თამაშის პრინციპი მარტივია: როგორც კი მიიღებთ შეტყობინებას - Get Ready! და შეჯიბრი დაიწყება, თქვენი მიზანია ყველაზე სწრაფად აღმოჩნდეთ აქტიურ ზონაში ჩართული აპლიკაციით. რაც უფრო ხშირად ითამაშებთ და იქნებით პირველი, თქვენი საპრიზო თანხაც გაიზრდება.
Tournament ვერსია ფასიანია:
1 თვიანი პაკეტი - $8
6 თვიანი - $7
1 წლიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში - თვეში $6
აპლიკაცია 13 თებერვალს გაეშვა და ორ კვირაში 2,000 ლარი შეგროვდა. მოკლე დროზე იმიტო ვამახვილებ ყურადღებას რომ საპრიზო ფონდი მზარდია. მარტის ბოლოს შესაძლებელია 10,000 ლარი იყოს და თუ არ გეზარება სიარული 8, 7 ან 6 დოლარში მშვენიერ ფულს მოიგებ.
თბილისში Med-Scientists 2000 ლარიდან 300 ლარი შეხვდა. ცუდია? თან შეხედეთ დროს, 13-დან 20 თებერვლამდე შეგროვდა ეს თანხა და ერთ კვირაში 300 ლარი იშოვა რამდენიმე დოლარით.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ მანქანით კანონით დაშვებულზე დიდი სიჩქარით მიდიხართ აპლიკაცია დაგებლოკებათ.
ყველაზე მარტივი ენით რომ გითხრათ, წარმოიდგინეთ რომ ხართ პეკინზე და ამ დროს აინთო ზონა სპორტის სასახლესთან, ყველას უნდა დაასწროთ მისვლა. მაგრამ აუციელბელი არაა მაინცდამაინც პირველი იყო რომ ფული იშოვო. ესაა მთელი მუღამი.
მოუსმინე გიორგი სარიშვილს
უფრო მეტი ინფორმაციისთვის მოძებნე Let’s Move Now ფეისბუქზე, სადაც ნახავ ირაკლი მაქაცარიას, ნინუცა მაყაშვილის, გიორგი სარიშვილის, იუთუბერ Super Skinny-ს და დამფუძნებლის, ასლან ცივაძის ვიდეოს და თამაშის წესებს.
გაწევრიანდი Let’s Move Now-ს ფეისბუქ ჯგუფში და ნახე მოთამაშეების პოსტები, სქრინები. უფრო მარტივად გაერკვევი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ