Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

3.46 კოეფიციენტი ლიგის დღევანდელ მატჩებზე

3.46 კოეფიციენტი ლიგის დღევანდელ მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება ორი მატჩით და ჩვენც შევეცდებით პოზიციების გამოცნობას. 

 

დავიწყოთ იუვენტუსი-პორტოთი. 

 

ტურინელების შემდეგ ეტაპზე გასვლას ვფიქრობთ, რასაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვს. პორტომ იბრძოლა პირველ მატჩში და საშინელი თამაშით დაამარცხა იუვე 2-1 და უნდა ვთქვათ რომ ეს მათი მაქსიმუმია. 

 

ჩვენი აზრით, ამაზე მეტი პორტუგალიელებს არ შეუძლიათ. თან ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ შიდა ჩემპიონატში პორტო ცუდად გამოიყურება. 

 

იუვეს კი მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე აქვს და ვფიქრობთ რომ მარტივად უნდა დაძლიოს სერჟიო კონსეისაოს გუნდის ბარიერი.

 

ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც აჯობებს თუ ტურინული გუნდი გავა, რადგან მეოთხედ ფინალებში უკვე მაგარი წყვილები იკვრება. იტალიელებს ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ჰყავდეთ. ატალანტა გავარდნის კანდიდატია, ლაციო ხომ საერთოდ დაღუპულია.

 

მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მომზადებაა. პირველ თამაშს პორტო ზღაპრულად იგებდა 2:0-ს, თან ისე რომ იუვე მომენტს ვერ უქმნიდა, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ისე გაუტანა იუვენტუსმა ერთი გოლი და უდიდესი უპირატესობაც მოიპოვა. ის ერთი გოლიც არაფრიდან გაიტანეს, როგორც დიდ გუნდებს შეშვენით გადამწყვეტ მომენტში. 

 

უმთავრესი ფაქტორი კი კრისტიანო რონალდოა, რომელიც ჩვენი აზრით დღეს აუციელბლად გაიტანს და გაიყვანს იუვეს შემდეგ ეტაპზე.

 

იუვენტუსი - პორტო

 

შემდეგ ეტაპზე გასვლა - 1 (1.65)


 

შემდეგი ორი პოზიცია დორტმუნდი-სევილიადან გვაქვს. მართალია გერმანელებს დიდი უპირატესობა აქვთ პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც გასვლაზე 2-3 მოიგეს, მაგრამ სევილია მაინც იბრძოლებს.

 

ვფიქრობთ რომ მატჩში ორივე გაიტანს. ჩვენი აზრით, პირველ გოლს კიდევ სევილია შეაგდებს და დაძაბავს სიტუაციას. ამასთან ერთად ანდალუზიელები ბარათებსაც მიიღებენ. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. პირველი მატჩის შემდეგ შეიძლება შეგუებულებიც არიან წარუმატებლობას და თუ გერმანიაში ვერ მოიგებენ ორი ბურთის სხვაობით და გავარდებიან დიდად აღარც ინერვიულებენ.

 

სევილიას გოლის შემდეგ ვფიქრობთ რომ გერმანელები გადავლენ შეტევაზე და ესპანელები ყველანაირად ეცდებიან მათ შეჩერებას და ორ ყვითელსაც მიიღებენ.

 

დორტმუნდი - სევილია

 

ორივე გაიტანს - კი (1.50)

 

მეორე გუნდის ბარათები 1.5 - მეტი (1.40)


 

დღეისთვის მეტი მატჩი არ გვაქვს. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და გამწვანდება ბილეთი! გისურვებთ წარმატებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ