Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიამიდან გაგდებულ დამსვენებლებს ლას ვეგასი უმასპინძლებს

მაიამიდან გაგდებულ დამსვენებლებს ლას ვეგასი უმასპინძლებს

კოლეჯის სტუდენტები გაზაფხულის დადგომასთან ერთად მიაწყდნენ მაიამის სანაპიროს და ფლორიდის ულამაზეს სასტუმროებს, თუმცა ერთი პრობლემაა.

 

კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვები ჯადოსნურ ქალაქშიც ვრცელდება, რაზეც მაიამის სანაპიროს მენეჯერმა, რაულ აგილამ კომენტარი გააკეთა:

 

“ნუ მოგინდათ ჩვენი ქალაქის არევა გაზაფხულზე, ჩვენთან 12 აპრილამდე შეზღუდვებია, წადით და იქ გაერთედ, სადაც არავინ შეგიშლით ხელს, ვეგასში წადით”.

 

საქმე იმაშია რომ რაულმა კომენტარი ტელევიზიით გააკეთა და ბუნებრივია ლას ვეგასის სასტუმროების მენეჯერებმაც ნახეს ინტერვიუ.

 

Circa-ს მენეჯერი, ბატონი სტივენსი:

 

“თუ მაიამის სანაპიროს მენეჯერს, რაულ აგილას უნდა რომ სპრინგ ბრეიკერები ჩვენთან გამოყაროს, ჩვენ მოხარულები ვიქნებით, მშვენიერი პარტნიორობა გამოგვივა”.

 

სპრინგ ბრეიკერები - ამერიკული ურბანული ტერმინია. სტერეოტიპულად რომ აგიხსნათ ეს არის აღვირახსნილი სტუდენტი, რომელიც მშობლების გარეშე მიდის ფლორიდას შტატში გასართობად. სპრინგ ბრეიკერებს ძირითადად ევროპელებს, კანადელებს და აღმოსავლეთ სანაპიროელ ამერიკელებს უწოდებენ. სპრინგ ბრეიკის სეზონი ძირითადად თებერვლის ბოლო ორი კვირაა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ