Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რეკორდი! გათამაშდა $1 მილიარდიანი ბილეთი

რეკორდი! გათამაშდა $1 მილიარდიანი ბილეთი

12 მარტს რეკორდული მოგება დაფიქსირდა. მიჩიგანის შტატში ოთხმა ადამიანმა 1,050,000,000 დოლარი მოიგო.

 

გამარჯვებულებმა ანონიმურობა გადაწყვიტეს და ჩეკის გასანაღდებლად ადვოკატი, კურტ პანუსისი გაუშვეს.

 

გადასახადების დაქვითვის შემდეგ მოგებულები 557 მილიონ დოლარს წაიღებენ.

 

კურტ პანუსისი:

 

“ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს, თუმცა გაგიმხელთ რომ მათ ორგანიზაციას Wolverine FFL club ჰქვია. ვერც იმას გეტყვით თუ რას ნიშნავს - FFL”.

 

მილიონერებმა გადაწყვიტეს რომ მოგებული თანხა უაზროდ არ დახარჯონ, ჩადონ ბიზნესში და შემოუნახონ თავიანთ ოჯახებს. ასევე აპირებენ ქველმოქმედებას და სამხრეთ მიჩიგანში მცხოვრები გაჭირვებულების დახმარებას. 

 

მომგებიანი კომბინაციაა 4-26-42-50-60, რისი შანსიც 302,575,350 მილიონში ერთია. 

 

1.05 მილიარდი დოლარის გათამაშება მიჩიგანის შტატში რეკორდულია, ხოლო ამერიკის ისტორიაში მესამე უდიდესი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ