Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აივერსონმა ცოლს $16 მილიონი უნდა გადაუხადოს

აივერსონმა ცოლს $16 მილიონი უნდა გადაუხადოს

ფილადელფიას ყოფილ სუპერვარსკლვავს, ალენ აივერსონს კალათბურთის შემდეგ ცხოვრება ისე ვერ აეწყო როგორც მილიონერ ადამიანს შეშვენის.

 

NBA-ს ფანებმა ვიცით რომ აივერსონი ვალებში ჩავარდა, მაგრამ არც ისე გაღარიბდა როგორც ამას ზოგი მედია გვაწვდის.

 

როდესაც ალენ აივერსონი 2001 წელს MVP გახდა და ფინალებში გავიდა, რიბოკისგან მთელი ცხოვრების კონტრაქტი მიიღო. სიქსერსის ლეგენდა ყოველწლიურად 800,000 დოლარს იღებს სპორტული ბრენდისგან და რაც მთავარია, 2030 წელს მას ელოდება 32 მილიონი დოლარი, ასევე რიბოკისგან.

 

აივერსონს უფლება არ აქვს შეეხოს ზემოთ ხსენებულ 32 მილიონ დოლარს სანამ 55 წლის არ გახდება.

 

თუმცა, სამწუხაროდ მისი პირადი ცხოვრებაც არეულია.

 

2010 წელს ალენ აივერსონი თანახმა იყო რომ შეენარჩუნებინა ქორწინება, მეუღლე ტავანა და ცოლის პირობებს დათანხმებოდა. ფილადელფიას სუპერვარკვლავმა კონტრაქტში ჩადო ის პუნქტიც რომ თუ რომელიმე წესს დაარღვევდა და ტავანა დაშორდებოდა, ცოლი მთლიანად მიიღებდა 2030 წელს ასაღებ 32 მილიონ დოლარს.

 

ტავანა ალენთან თანაცხოვრებას ამ პირობებით დათანხმდა:

 

  • არასდროს უღალატებდა სხვა ქალთან და არ ეყოლებოდა სხვისგან ბავშვი
  • არ მიაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას
  • უნდა დასწრებოდა ოჯახის ფსიქოლოგთან ვიზიტებს
  • არასდროს ითამაშებდა აზარტულ თამაშებს
  • სახლში უნდა ყოფილიყო შუაღამის 12:00 საათამდე
  • ცოლ-ქმარს ერთად უნდა განეხილათ ყველა ნივთის შესყიდვა, რაც 5,000 დოლარზე მეტი ღირდა

 

თქვენ როგორ გგონიათ, შეასრულებდა აივერსონი ცოლის ამ წესებს? მაგრამ ალენს ტავანა იმდენად უყვარდა რომ თანახმა იყო ყველაფერზე. 

 

რა თქმა უნდა, აივერსონმა ერთ დღესაც დაარღვია რომელიღაც წესი, ტავანამ ახლიდან შეიტანა საბუთები განქორწინებაზე და 32 მილიონი დოლარიც მისი გახდა. 

 

თუმცა ბოლო მომენტში ტავანამ გადაწყვიტა რომ თანხის ნახევარი მიეცა ქმრისთვის და აივერსონს 16 მილიონი დოლარი დარჩა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ