Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

161 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

161 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგაზე

დღეს ოთხშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგა გველის წინ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 1.45 კოეფიციენტზე მაღალ პოზიციებს. გვითხარით, რომლის ნდობა შეიძლება და რომელია ბილეთიდან ამოსაღები ან თქვენ რას დაამატებდით? გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს.

 

 

 

 

ვალენსია - ჩელსი

ბართების რაოდენობა (4.5) - მეტი (1.60 კოეფიციენტი)

 

ამ მატჩს ჩაქირი მსაჯობს. მართალია სტატისტიკურად ბევრი ბარათით არ გამოირჩევა თურქი, თუმცა უყვარს ზოგ თამაშების გადაყვითლება. მითუმეტეს, ვალენსია-ჩელსი სატურნირო მდომარეობით მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ მგონია, 5 ბარათი იქნება.

 

ზენიტი - ლიონი

ბარათების რაოდენობა (5.5) - მეტი (2.45 კოეფიციენტი)

 

იტალიელი მსაჯი, დანიელე ორსატო ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ 7,50 ყვითელ ბარათს იღებს. ამიტომ 6 ბარათი სავსებით ლოგიკურია.

 

გენკი - ზალცბურგი

გოლების რაოდენობა (3.5) - მეტი (1.90 კოეფიციენტი)

 

ამ გუნდებს შორის, წინა მატჩი 2-6 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ზალცბურგის თამაშებში საშუალოდ 5,5 გოლი გადის. ხოლო გენკის თამაშებში - 4. ამიტომ, 3.5 მეტი გოლი 1,90 კოეფიციენტით გასარისკია.

 

ლივერპული - ნაპოლი

გოლების რაოდენობა (2.5) - მეტი (1.55 კოეფიციენტი)

 

ჩემი აზრით, ორივე გუნდი მოსაგებად გავა მინდორზე. წესით, ორივე გუნდმა უნდა გაიტანოს გოლი, მაგრამ, ალბათ ამ მატჩში ლივერპულს დარჩება გამარჯვება.

 

ბარსელონა - დორტმუნდის ბორუსია

გოლების რაოდენობა (2.5) - მეტი (1.45 კოეფიციენტი)

ბარათების რაოდენობა (3.5) - მეტი (1.65 კოეფიციენტი)

 

ორივე კლუბი შემტევ და სანახაობრიფ ფეხბურთს გვთავაზობს. მართალია, პირველი მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა, თუმცა, იმედს ვიტოვებ, დღევანდელი შეხვედრა უხვგოლიანი იქნება.

 

ამ მატჩს ფრანგი ტურპინი მსაჯობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელებს მატჩში საშუალოდ 3,5-ჯერ აფრთხილებს. იმედია, დაძაბული შეხვედრა იქნება და 4 ყვითელსაც ვიხილავთ.

 

სლავია პრაღა - ინტერი

ორივე გაიტანს - კი (1.80 კოეფიციენტი)

 

იტალიურ გრანდს ადვილი გასეირნება არ ელის ჩეხეთში. მილანში, პირველი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. სლავიას ფეხბურთელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს სახლში ბარსელონასაც. ორივე გაიტანს - კი, ყველასათვის საყვარელი პოზიციაა, ამიტომ ღირს გარისკვად.

 

ლილი - აიაქსი

ძირითადი შედეგი - 2 (2.0 კოეფიციენტი)

 

ჰოლანდიელ “ბავშვებს” ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. შარშანდელი ლიგის ნახევარ ფინალისტი და დღევანდელი ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ცოდოა ჯგუფში ჩასარჩენად. ამიტომ, ვიმედოვნებ აიაქსის მოგებას.

 

ლაიფციგი - ბენფიკა

აუტები (45.5) - მეტი. (1.65 კოეფიციენტი)

 

წინა მატჩი, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა და გერმანელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1-2, გუნდებმა 58 აუტი მოაწოდეს. ამიტომ, დღესაც მგონია მინიმუმ 46 აუტი.


 

საერთო ჯამში 161 “კუში” გამოვიდა. ყველა პოზიციის გადაბმა შესაძლებელია. გთხოვთ, გვითხრათ თქვენი აზრი.

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ