Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ონლაინის ბრალი არ არის

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ონლაინის ბრალი არ არის

სიდნეის უნივერსიტეტის ტვინის კვლევის ცენტრის დირექტორი და ფსიქოლოგი, სალი გეისნბერგი ბოლო რამდენიმე წელიწადი აქტიურად იკვლევდა ონლაინ აზარტულ თამაშებს.

 

პროფესორმა Southern Cross უნივერსიტეტში გამოაქვეყნა დასკვნა და კვლევის ანგარიში, სადაც ამბობს რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი მიზეზები არ არის ონლაინ სივრცე.

 

სალი გეისნბერგი:

 

“ჩემი კვლევა ფოკუსირებულია აზარტული თამაშების ფსიქოლოგიისა და სხვა ქცევითი დამოკიდებულებების გააზრებაზე, რაც განსაკუთრებით ეხება განვითარებად ტექნოლოგიებს, მათ შორის ონლაინ თამაშს. ჩემი კვლევის მიზანია ზიანის შემცირების სტრატეგიების შემუშავება და კეთილდღეობის გაუმჯობესება”.

 

გეისნბერგის აზრით, ონლაინში მოთამაშეები უკეთესად აკონტროლებენ საკუთარ ხარჯებს და ოჯახის წევრებიც ხელს უწყობენ კონტროლს.

 

კვლევამ აჩვენა რომ არსებობს მყარი მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ ონლაინ აზარტული თამაშები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. სალი ფიქრობს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სავარაუდოდ უფრო ტრადიციულ სივრცეებში უნდა ვეძებოთ. 

 

გეინსბერგის აზრით, ყველაზე დიდი დამნაშავე არალეგალური სისტემაა, სადაც მოთამაშეები ვერ აკონტროლებენ ვერც ბიუჯეტს და ვერც დროს. ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი მექანიზმი რისი საშუალებითააც მოთამაშე იქნება დაცული არალიცენზირებულ სივრცეში.

 

ავსტრალიელმა პროფესორმა სალი გეისნბერგმა უკვე გაითქვა სახელი მსოფლიოში. ეფექტური კვლევების გამო, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებები გეისნბერგს სთხოვენ მათთვის მუშაობას, რაც ხელს უწყობს მსოფლიოში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების განვითარებას.

 

პროფესორი აგრძელებს კვლევას და ეძებს დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებს.

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ