Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.85 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

4.85 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

დღეს უფრო მეტი და უფრო საინტერესო შეხვედრებია. საქართველო საბერძნეთში ჩადის სათამაშოდ და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაკრები სასურველ შედეგს დააფიქსირებს.

 

წინა ორი თამაშიდან გავიგეთ ის რომ ჩვენს ბიჭებს შეუძლიათ შეტევა და გოლის გატანა. მართალია ძალიან გადაღლილები იქნებიან, მაგრამ მაინც ვფიქრობთ რომ ამ მატჩში ორი გოლი გავა.

 

ბერძნებს აუცილებლად მოგება უნდათ. ყოჩაღად იქნებიან, რადგან ესპანეთში უძვირფასესი ფრე ითამაშეს და უეჭველად შემოგვიტევენ. 

 

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ არავის გაგვიკვირდება თუ გოლს გავუშვებთ, მაგრამ ისიც ლოგიკური იქნება თუ ჩვენც გავიტანთ. ამიტომ ორ გოლს ვიღებთ, რასაც მშვენიერი კოეფიციენტი აქვს.

 

საბერძნეთი - საქართველო

 

გოლების რაოდენობა 1.5 - მეტი (1.55)


 

შემდეგი პოზიცია ინგლისი-პოლონეთდან გვაქვს და ვფიქრობთ რომ მასპინძლები ორ გოლს გაიტანენ. 

 

გარეტ საუტგეიტის გუნდს აუცილებლად მოსაგები აქვს და  ამისთვის პოლონეთის ძლიერ ნაკრებთან ორი გოლი მაინც დასჭირდებათ.

 

თან ინგლისელები კარგ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ლოგიკურია თუ გაუტანენ და გაუტანენ პოლონელებს.

 

მართალია ლევანდოვსკი ტრავმირებულია, მაგრამ მის გარეშეც კარგად შეკრული გუნდია პოლონეთი და ბოლომდე იბრძოლებს უემბლიზე.

 

ინგლისი - პოლონეთი

 

პირველი გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.50)


 

შემდეგი პოზიცია გერმანია-ჩრდ. მაკედონიადან გვაქვს და მარტივად მეტ გოლს ვფიქრობთ. ბუნდეს ნაკრები იმდენად აღემატება მეტოქეს, უნდათ თუ არ უნდათ მაინც სავარაუდოდ ბევრ გოლს გაუტანენ მაკედონიელებს. ჯერ გერმანელების დანდობა სად გინახავთ და მითუმეტეს 3 გოლი მათთვის არაფერია. 

 

მართალია გერმანია გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ბურთების სხვაობით ენიჭებათ უპირატესობა ცხრილში თანაბრად მყოფ გუნდებს. 

 

ასე რომ ჩრდ. მაკედონია ცუდ დღეშია.

 

გერმანია - ჩრდ. მაკედონია

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.39)


 

ბოლო პოზიცია უკრაინა-ყაზახეთიდან გვაქვს და აქაც მასპინძლების ორ გოლს ვფიქრობთ. უკრაინელებმა პირველი ორ მატჩიდან ვერცერთი მოიგეს. 1-1 საფრანგეთში და 1-1 ფინეთთან.

 

D ჯგუფი ძალიან დაძაბული გამოგვივიდა. მართალია ფრანგები გამოკვეთილი ფავორიტები არიან, მაგრამ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებსაც კაი ბრძოლა მოუწევთ უკრაინელებთან, ფინელებთან და ბოსნიელებთან. არ დავივიწყოთ ყაზახეთი, რომელსაც შეუძლია საკუთარ კედლებში ბრძოლა.

 

ამიტომ დღეს უკრაინელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ. სავარაუდოდ 1:0-ის იმედად არ დარჩებიან და ორ გოლს მაინც გაუტანენ ყაზახებს. ალბათ ამ ჯგუფში ბურთების სხვაობით ბევრი რამ გადაწყდება და აუტსაიდერებს ბევრი უნდა გაუტანონ უკრაინელებმა. 

 

უკრაინა - ყაზახეთი

 

პირველი გუნდის გოლების რაოდენობა 1.5 - მეტი (1.50)


 

დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია ეს ბილეთიც გაგვიმწვანდება, გისურვებთ წარმატებებს! 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ