Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დოღის მონაწილემ სახელი შეიცვალა და თავის რბოლებზე დებდა ფულს

დოღის მონაწილემ სახელი შეიცვალა და თავის რბოლებზე დებდა ფულს

გუშინ დააკავეს ვეტერანი ჟოკეი, ტერი ტრიხელი, რომელმაც შარშან შეიცვალა სახელი და საკუთარ რბოლებზე გადაწყვიტა ფსონების გაკეთება. 

 

ტერი ტრიხელმა დაირქვა დენიელ ჯეკ სმიტი და ამ გზით დაიწყო ფულის შოვნა.

 

49 წლის ვეტერანი მრბოლელი კვლავ ტერი ტრიხელის სახელით გამოდიოდა ტურნირებზე, თუმცა რამდენიმე ანგარიში ჰქონდა გაკეთებული სხვადასხვა კაზინოებში დენიელ ჯეკ სმიტის სახელზე და სწორად ამ ექაუნთებიდან დებდა ფულს საკუთარ გარბენებზე.

 

მარტში TRNT-მ დაიწყო გამოძიება და მივიდა იმ დასკვნამდე რომ ტრიხელმა 29 ფსონი გააკეთა თავის რბოლებზე. 

 

ამ 29 ფსონიდან ტერი ტრიხელმა 16-ჯერ თავისი ცხენის სასარგებლოდ გააკეთა ფსონი, ხოლო 13-ჯერ დადო ფული რომ სხვა მრბოლელი მოიგებდა გარბენს. 

 

თუმცა გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ვეტერან ჟოკეის განზრახ არ წაუგია არცერთი რბოლა იმ 13 ფსონიდან. სპორტსმენმა კარგად იცოდა თუ რა ფორმაში იყო მისი ცხენი და ოპონენტებზეც ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, ამიტომ ზუსტად იცოდა ვინ მოიგებდა შეჯიბრს. ამ შემთხვევაში ტრიხელი პატიოსნად იქცეოდა. 

 

გამოცდილი ტრიხელი მაგარი მოთამაშეც გამოდგა. დენიელ ჯეკ სმიტის ექაუნთიდან 174 ფსონია გაკეთებული სხვა რბოლებზეც და სუფთად აქვს დარჩენილი 7,700 დოლარი. 

 

ჯერჯერობით მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი რომ ტერი ტრიხელი 8 წელი ვერ გაეკარება სპორტს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ