ზოგი მართლაც რომ იღბლიან ვარსკვლავზეა გაჩენილი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ მოიგო ჯეკპოტი, ისიც კი უდიდეს ალბათობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთ წელიწადში ორჯერ იგებენ ჯეკპოტს.
კანადელმა წყვილმა ლიზლ პანგანიბანმა და ედგარ ებრეომ ერთ კალენდარულ წელზე ნაკლებ დროში მეორედ მოიგეს ჯეკპოტი.
პირველი შემთხვევა სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივ ლოტო 6/49-ში მოიგეს 500,000 დოლარი.
მეორე ჯეკპოტი მაისში დაეცათ. ედგარმა Set for Life-ის ბილეთი შეიძინა და 675,000 დოლარი მოიგო.
წყვილი მეორე ჯეკპოტს ახალ სახლს დაახარჯავს. პირველი 500,000 დოლარით მათ დიდი სახლი შეუძენიათ იპოთეკით და მეორე ჯეკპოტით ვალად აღებულ ხარჯებს გადაფარავენ. დარჩენილი თანხით მთელი ოჯახი ჰავაიზე დაისვენებს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ