Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5 კაზინო სასაცილო სახელით

5 კაზინო სასაცილო სახელით

ნებისმიერ კომპანიას სჭირდება სწორად შერჩეული სახელი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის ბიზნესი იქნება.

 

როდესაც კაზინოზე და აზარტულ თამაშებზე ვსაუბრობთ, ამ დროსაც ძალიან ყურადღებით უნდა მოვძებნოთ ის სიტყვა, რომელიც მოთამაშეებს დაამახსოვრდებათ.

 

მსოფლიოში უამრავი სამორინეა და მათგან დღეს ამოვარჩიეთ 5 ისეთი კაზინო, რომლებსაც სასაცილო და სულელური სახელები ჰქვიათ. 

 

#5. Yorkeys Knob Casino 

 

კაზინო მდებარეობს ჩრდილოეთ კეირნში, ავსტრალიაში, რომელსაც იორკშირელი მეთევზის, ნობის საპატივსაცემოდ დაერქვა. თუმცა Knob ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს ურბანულ ენაზე. Knob-ს უწოდებენ ადამიანს, რომელიც სრულიად იდიოტი და დებილია. 

 

#4. Back Passage Casino

 

Back Passage ასევე პირდაპირ ნიშნავს ანალურ ხვრელს, თუმცა კაზინოს შემქნელებმა იმედია სხვა რამ იგულისხმეს. 

 

#3. Terrible’s Casino

 

სიტყვა Terrible ნიშნავს საშინელს, საზარელს, გულისამრევს, მაგრამ ამ კაზინოს მფლობელები გვარად არიან Terrible-ები და რა ქნან? თავიანთი გვარი დაარქვეს. 

 

#2. Crapstone Casino

 

ქრეფსტოუნი სოფელია დიდ ბრიტანეთში და კაზინოსაც მის საპატისვსაცემოდ დაერქვა სახელი, თუმცა ურბანულ ლექსიკონში ნიშნავს განავალს. 

 

#1. Tom Uglys Casino

 

ტომ აგლის კაზინო ავსტრალიელი აბორიგენის საპატივსაცემოდ დაერქვა, თუმცა გადმოცემით ამბობენ რომ ტომი მახინჯი საერთოდაც არ იყო, პირიქით ულამაზესი გარეგნობის ყმაწვილი გახლდათ და მას მთელი სოფელი შურის გამო ეძახდა Ugly-ს ანუ მახინჯს. ცოტა კახურ იუმორს და მეტსახელს კი გავს. 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ