რას არ გაიგებს ადამიანი. კანადაში, დოუსონ სიტიში ცნობილი ქირურგის, შარლ მაქსიმინის მოახლე, ტომი გამეირო ღამის 2 საათზე ტელეფონით აზარტულად ერთობოდა, რა დროსაც უცბათ 385,000 დოლარი დაეცა.
თქვენ რას იზამდით ამ დროს? გამეირომ, რა თქმა უნდა, ყიჟინა დასცხო და შუაღამისას მთელი ქალაქი გააღვიძა. ნუ მთლად მთელი დოუსონ სიტი არა, მაგრამ ბატონი მაქსიმინი ნამდვილად დააფეთა.
წარმოშობით ეკვადორელი ტომი იმდენად არაადამიანურად ღრიალებდა და ისეთ ხმებს გამოსცემდა რომ ქირურგმა შარლმა პოლიცია გამოიძახა, თვითონ კი შეცბუნებული ფანჯარაში უცდიდა სამართალდამცველებს.
დოუსონი პატარა ქალაქია, პოლიცია 2 წუთში მოვიდა და ხელში შერჩათ ახლახანს გამდიდრებული ტომი გამეირო, რომელიც ბედნიერებისგან ვერც მის დამქირავებელს ცნობდა და ვერც პოლიციის ფორმას.
ამოცნობა იმწუთასვე დამთავრდა, როდესაც შარლ მაქსიმინმა გაღრეჭილი ტომი დაინახა. განრისხებულმა ქირურგმა დაუყვირა რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, რაზეც გამეირომ უპასუხა რომ კანადიდან ამერიკაში გადადიოდა საცხოვრებლად.
პოლიციას არავინ დაუკავებია.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ