Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მილიონების გამარჯვებულს მთელი სოფელი დასდევს

მილიონების გამარჯვებულს მთელი სოფელი დასდევს

მერილენდის შტატის ერთ პატარა სოფელში, ლონაქონინგში, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 1,200 ადამიანია, ერთმა იღბლიანმა 731 მილიონი მოიგო. 

 

გამარჯვებულმა ჭკუა იხმარა და ანონიმურობა არჩია. მოგეხსენებათ რომ ამერიკაში მხოლოდ 7 შტატშია ნებადართული მოგების შემდეგ ვინაობის დამალვა და ერთ-ერთი მერილენდიცაა. გაუმართლა.

 

როდესაც ლონაქონინგის მცირე მოსახლეობამ ტელევიზიით შეიტყო ამ ამბის შესახებ, ყველას თავისი “წილი” მოუნდა და გახარებულები გამოვარდნენ ქუჩებში. ერთმანეთს ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო ის იღბლიანი და უკვე ყველას სია ჰქონდა ჩამოწერილი თუ ვის რა სჭირდებოდა.

 

ზოგმა თქვა რომ აუცილებლად მათი ნათესავი იქნებოდა, რადგან პატარა სოფელში უმეტესობა ერთმენთს ენათესავება და ამიტომ ეკუთვნოდათ დიდი თანხები. ზოგს ცხენი უნდოდა, ზოგს ავტომობილი, სახლი, ევროპაში მოგზაურობა, გაზონის გასაკრეჭი ძვირფასი მანქანა, დიდი ტელევიზორი. მოკლედ, ნივთი არ დატოვეს რომ არ დაესახელებინათ. 

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ გამარჯვებულმაც გადაწყვიტა ქუჩაში გამოსვლა და იგივეს გაკეთება შენიღბვის მიზნით. 

 

აი, სასაცილოს და განსაკუთრებულს კი ახლა გეტყვით. უცნობმა პირმა 731 მილიონი 2021 წლის იანვარში მოიგო, მას შემდეგ თვეობით ხმას არ იღებდა და ისე იქცეოდა თითქოს თვითონაც აინტერესებდა იღბლიანის ვინაობა. ამ პერიოდში მან მოაგვარა ყველა ის საკითხი და პრობლემა, რაც ანონიმურად გადასვლაში დაეხმარებოდა და უეცრად გაუჩინარდა. 

 

გადასახადების შემდეგ 731 მილიონიდან მხოლოდ 367 მილიონი დარჩა. ლონაქონინგის მოსახლეობას კი ანონიმურად 7 მილიონი დაუტოვა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ