Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნაჩუქარი კუში - ლეო მესის მეშვიდე ოქროს ბურთი

ნაჩუქარი კუში - ლეო მესის მეშვიდე ოქროს ბურთი

არგენტინელი გენიოსი, ლეო მესი ძალიან უდიდესი ალბათობით მეშვიდე ოქროს ბურთს აიღებს. ყველა ამას ვფიქრობთ, 99 პროცენტი. 

 

ასეთი მოლოდინი ლოგიკურია, რადგან როგორც იქნა 34 წლის ასაკში მოიგო სანაკრებო ტიტული ლეომ და ცოტა ხნით მაინც გააჩუმა კრიტიკოსები. 

 

მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის ტიტული ადვილი მოსაგები არაა. არგენტინამ წელს სამხრეთული ქვეყნების ჩემპიონატი მოიგო ბრაზილიაში ბრაზლიასთან! დიდი აფიშაა, ისეთი რამაა, რაც ყველა არგენტინელს დაამახსოვრდება.

 

საკლუბო დონეზე კი თუ ლეომ მაინცდამაინც 45-50 გოლი არ გაიტანა, ხალხი ამბობს რომ ცუდი სეზონი ჰქონდაო. კარგით, გასაგებია რომ 1 წელი ჩააგდო ბარსელონამ და ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ინდივიდუალურად ისეთი სეზონი ჩაატარა არგენტინელმა, რომ ობიექტურად ენა არ უნდა მოგიბრუნდეს და არ უნდა თქვა, რატომ მოიგო ლეომ ოქროს ბურთიო. გასაგებია, დაჩაგრეს რობერტ ლევანდოვსკი შარშან და არ მისცეს ოქროს პრიზი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ შარშანდელი სეზონისთვის პოლონელი დაასაჩუქრონ, რომელსაც არ ჰქონდა ისეთივე შთამბეჭდავი სეზონი, როგორც შარშან.

 

2020-21 წელბში არგენტინელმა ათიანმა ჯამში 38 გოლი გაიტანა. 30 ლა ლიგაში და ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე. კი, მესისთვის ცოტაა. აი, მანემ რომ გააკეთოს იგივე, იმწასმვე გააღმერთებენ, უფალო, ეს რა ქნა ლივერპულელმაო. არ მაქვს კონკრეტულ პირზე საუბარი, სხვა ნესიბმიერ შემტევს ვგულისხმობ.

 

ასე რომ, ვფიქრობ, აუცილებლად მესიმს უნდა მოიგოს შემდეგი ოქროს ბურთი, რადგან წელსაც უკონკურენტოა.

 

ოქროს ბურთის მფლობელი:

 

ლეო მესი - 1.43

რობერტ ლევანდოვსკი - 7.40

ნგოლო კანტე - 8.50

კრისტიანო რონალდო - 10.50

ჟორჟინიო - 10.50

ჰარი კეინი - 16.00

 

თუ ფიქრობთ რომ მესიმ არ უნდა მოიგოს, მაშინ დაასაბუთეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ