Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

25 სახალისო სანაძლეო წყვილებისთვის

25 სახალისო სანაძლეო წყვილებისთვის

ხშირად შეამჩნევთ მომენტს, როდესაც სახლში ვზივართ და ჩვენთვის ვსქროლავთ ტელეფონს, ან ყურსასმენებით ვუსმენთ მუსიკას, ანდაც ლეპტოპში ვართ ჩამძვრალები. 

 

ზოგჯერ ჩვენთვითონაც ვამჩნევთ, რომ აღარ გვინდა ტელეფონის ხელში ჭერა, მაგრამ იმდენად ვართ მიჩვეულები, რომ გვიჭირს გვერდით გადადება.

 

გავიხსენოთ დრო, როდესაც არ არსებობდა სმარტფონი. ავიღოთ კარტი და ვეთამაშოთ ერთმანეთს. 

 

რა თამაში ვიცით ყველამ და რას ვითამაშებთ ორში? დურაკა, იაპონური ჯოკერი, ბურა, ტუალეტობანა, ღორობანა, ან თუნდაც ვინ უფრო მაღალ კარტს ამოიღებს დასტიდან.

 

სანაძლეოები

 

#1. წაგებულმა გააკეთოს სადილი და დარეცხოს ჭურჭელი

 

#2. წაგებულმა დალიოს ის, რასაც მოგებული ეტყვის

 

#3. წაგებულმა უნდა დააორგანიზოს ისეთი პაემანი, რომელიც ჯერ არ გქონიათ

 

#4. წაგებულმა უნდა შეჭამოს ძალიან მწარე

 

#5. გამარჯვებული ირჩევს რესტორანს, სადაც დაპატიჯებს წაგებული

 

#6. წაგებული მასაჟს უკეთებს მოგებულს 

 

#7. წაგებული მოგებულს უხდის დათქმულ თანხას

 

#8. წაგებული თვრება და მოგებულის მიერ შერჩეულს სიმღერას მღერის კარაოკე ბარში

 

#9. წაგებული მოგებულს მთელი თვის დანაზოგს აძლევს

 

#10. გამარჯვებული ირჩევს შვებულების გასატარებელ ადგილს

 

#11. წაგებული კოცნის მოგებულს

 

#12. წაგებული მოგებულის მძღოლია მთელი კვირის მანძილზე

 

#13. წაგებული ვალდებულია რაიმე მავნე ჩვევა გადააგდოს

 

#14. წაგებული სამსახურში ისე ჩაცმული უნდა წავიდეს, როგორც მოგებული ეტყვის

 

#15. წაგებული უვლის ბავშვს მთელი კვირა

 

#16. წაგებულმა უნდა მოყვეს საიდუმლო

 

#17. მოგებულს უნდა შეუსრულო ყველა სურვილი მთელი დღე

 

#18. წაგებული მოგებულის მოსამსახურეა მთელი დღე

 

#19. გამარჯვებული ირჩევს ფილმს და წაგებულმა ბოლომდე უნდა უყუროს

 

#20. წაგებულმა ხალხში უნდა ჩაიდინოს რამე უჩვეულო

 

#21. წაგებული ამზადებს საუზმეს მთელი კვირის განმავლობაში

 

#22. ტელევიზორის პულტი მთელი დღით გამარჯვებულისაა

#23. წაგებული მოგებულის სამუშაოსაც აკეთებს

 

#24. გამარჯვებულის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება საძინებელში

 

#25. გამარჯვებულს აქვს 3 სურვილი, რასაც ნებისმიერ დროს გამოიყენებს

 

ზემოთ ჩამოთვლილი სახალისო სანაძლეობი კარგად ეხმარება თუნდაც ახალ წყვილებს, მოვეშვათ ტელეფონებს და ერთად ვიცინოთ. 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ