2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამ უკვე ჩაიარა, თუმცა ბევრი რამ დაგვიტოვა გასახსენებლად.
ჩვენმა ათლეტებმა გვასახელეს! სახლში რეკორდული რაოდენობის მედლები წამოიღეს და მთელი ქვეყანა გაგვახარეს.
თუმცა დღეს ვილაპარაკებთ ერთ უცნაურ ფაქტზე. 100 მეტრ მანძილზე სირბილი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში. დედამიწაზე ნებისმიერს გაუგია უსეინ ბოლტის სახელი და გვარი.
ისიც ბევრმა ვიცით თუ რა დრო სჭირდება 100 მეტრის გარბენას და რამდენია მსოფლიო ან ოლიმპიური რეკორდი, მაგრამ დღეს გეტყვით თუ რამდენი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება სპორტსმენს ოქროს მოსაპოვებლად.
მივყვეთ ქრონოლოგიურად. ფრჩხილებში დრო არის მითითებული
1984 წელი, კარლ ლუისი - 42 ნაბიჯი (9.99)
1988 წელი, კარლ ლუისი - 43 ნაბიჯი (9.92)
1992 წელი, ლინფორდ კრისტი - 44 ნაბიჯი (9.96)
1996 წელი, დონოვან ბეილი - 44 ნაბიჯი (9.84)
2000 წელი, მოურის გრინი - 45 ნაბიჯი (9.87)
2004 წელი, ჯასტინ გატლინი - 42 ნაბიჯი (9.85)
2008 წელი, უსეინ ბოლტი - 41 ნაბიჯი (9.69)
2012 წელი, უსეინ ბოლტი - 41 ნაბიჯი (9.63)
2016 წელი, უსეინ ბოლტი - 41 ნაბიჯი (9.81)
2020 წელი, ლამონტ მარსელ ჯეიკობსი - 45 ნაბიჯი (9.80)
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ